მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს ვირტუალური აქტივის მომსახურება არ განახორციელონ არარეგისტრირებულ სუბიექტთან

news image

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის შესაქმნელად. ეფექტური რეგულაციებისა და ზედამხედველობის მეშვეობით, იგი უზრუნველყოფს როგორც ახალი ტექნოლოგიების და მომსახურებების დანერგვას და განვითარებას, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, რაც ქმნის ნდობას ფინანსური სექტორისადმი და აძლიერებს მომხმარებელთა ჩართულობას.

ბოლო პერიოდში, ეროვნული ბანკი რეგულარულად ახდენს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, შესაბამისი ნებართვის ან ავტორიზაციის გარეშე ახორციელებენ ვირტუალური აქტივის მომსახურებას.

როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება, მოიცავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება შესაბამისი შეზღუდვების გათვალისწინებით აქვთ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საბროკერო კომპანიებს.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი(მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება).

ასევე, "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. შესაბამისად, პირმა, რომელიც აპირებს განახორციელოს ვირტუალური აქტივის მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ქვეყანაში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რეგისტრაცია.

საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების მიღებამ ისეთი სუბიექტისგან, რომელიც არ ფლობს ზემოაღნიშნულ რეგისტრაციას, შესაძლოა გამოიწვიოს მათი შეცდომაში შეყვანა და ფინანსური ზარალი. სებ-ი მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და უპირველეს ყოვლისა გადაამოწმოთ, მსგავსი პირის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები. ამასთან, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ვირტუალური აქტივის მომსახურებას ახორციელებენ ან შესაძლოა ახორციელებდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე. დანაშაულის შესაძლო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აღნიშნულ ინფორმაციას მიაწვდის  სამართალდამცავ ორგანოებს.

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების შესახებ ვრცელ ინფორმაციას, მათ შორის, რეგისტრირებული პროვაიდერების რეესტრსა და სამართლებრივ აქტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკონომიკის სამინისტროში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 70 შერჩეული კანდიდატი გაივლის

07.10.2025.12:32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის შესარჩევი კონკურსი  დასრულდა. უფლებამოსილმა კომისიებმა 70 კანდიდატი შეარჩიეს, რომლებიც სტაჟირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და  მის სისტემაში შემავალ უწყებებში გაივლიან.

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეთა შერჩევა კონკურსის გზით მოხდა - შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი სტაჟირების მსურველი ახალგაზრდების აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა იყო.  სამინისტროში გასაუბრებისას უპირატესობა  უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს მიენიჭათ. 

სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, სრულად ჩაერთონ სამინისტროს და მისი ქვეუწყებების საქმიანობაში, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და დეტალურად გაეცნონ საჯარო უწყებების მუშაობის სპეციფიკას, რაც მათთვის მნიშვნელოვანი პროფესიული პრაქტიკა იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა