Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში ოფიციალურად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს Erasmus+ პროგრამა საქართველოს ტოვებს
ერაზმუს+ ეროვნული ოფისი საქართველოში ოფიციალურად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს Erasmus+ პროგრამა ტოვებს საქართველოს.
„საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა სრულად მხარდაჭერილია და გრძელდება შეუფერხებლად.
მოვუწოდებთ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს, სანდო ინფორმაციის მისაღებად.
ერაზმუს+ ეროვნული ოფისი – საქართველო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
30.05.2025.15:27
მსოფლიო როკის ლეგენდა საქართველოშია. Guns N’ Roses ქართულ სცენაზე პირველად წარდგება. ლეგენდარული ბენდი პროექტის „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში, „ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გრანდიოზულ ცოცხალ კონცერტს დღეს გამართავს.
საფესტივალო ქალაქი თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა.
„უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც შენს ქვეყანაში ჩამოდის ისეთი რანგის ბენდი, როგორიც არის Guns N’ Roses და რომელიც 40 წელზე მეტია სიდიადეს არ კარგავს. მნიშვნელოვანია რომ მესამე სეზონმაც ისევე კარგად ჩაიაროს, როგორც წინამორბედები იყო. ახალი გამოწვევაა ჩვენი გუნდისთვის ახალ სივრცეში გამოსვლა, აქამდე ციცინათელას პარკის ტერიტორია არ გამოგვიყენებია, თუმცა გვჯერა, რომ მსმენელისთვის ახალი საყვარელი სივრცე გაჩნდება “, - განაცხადა „Starring Georgia-ს“ პროექტების მენეჯერმა ციცი იაშვილმა.