მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.7
-0.0307
flag
AZN 1.5965
-0.0063
flag
CNY 38.172
-0.0151
flag
EUR 3.2007
-0.0092
flag
GBP 3.6638
-0.0158
flag
KZT 49.83
-0.0029
flag
TRY 0.0655
-0.0004
flag
USD 2.7141
-0.0117

ENQA, EQAR, WFME, EUA და სხვა წამყვანი ორგანიზაციების ჩართულობა განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - გივი მიქანაძე

news image

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, სადაც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში უმაღლესი, პროფესიული, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიღწევები და გამოწვევები განიხილეს, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

„გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 15 წლისთავი და ბოლონიის პროცესის 20 წლის იუბილე მიულოცა. მან წარმატება უსურვა ცენტრს მომავალ საქმიანობაში და განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ENQA, EQAR, WFME, EUA და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობა საქართველოს განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენთვის ამ ორდღიან კონფერენციასაც გამორჩეული დატვირთვა აქვს. 

ასეთი მასშტაბური ორგანიზაციების მხარდაჭერა და დღეს გამართული დისკუსიები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთგული და ღირებული თანამშრომლობა აკავშირებთ,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წარმომადგენლები მონაწილეობენ. ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებიან უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და თანამშრომლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით - პენიტენციური სამსახური გიორგი ჩიკვაიძეზე

23.09.2025.16:28

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს აეკრძალა პაემნის უფლება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით. კერძოდ, ერთი ხანმოკლე პაემნის უფლებით მან ისარგებლა 2025 წლის პირველ სექტემბერს, ხოლო თვის განმავლობაში კუთვნილი მეორე ხანმოკლე პაემანი საკუთარი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეეცვალა სატელეფონო საუბრის უფლებით, პენიტენციური კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, ხანმოკლე პაემნით სარგებლობა 2025 წლის ოქტომბრამდე აღარ ეკუთვნის.

აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).

რაც შეეხება მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანს მინის გამყოფ ბარიერს მიღმა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური დაწესებულების დებულებით, ეს წესი მოქმედებს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებულისთვის.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა