ენერგოომბუდსმენის სამსახურმა 2025 წლის განმავლობაში განახორციელა 11 რეგიონული ვიზიტი, რომლის მიზანი იყო მოქალაქეთა ენერგომომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, კომპანიებთან მედიაციის გზით მათი გადაჭრა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება
ენერგოომბუდსმენის სამსახურმა 2025 წლის განმავლობაში განახორციელა 11 რეგიონული ვიზიტი, რომლის მიზანი იყო მოქალაქეთა ენერგომომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, კომპანიებთან მედიაციის გზით მათი გადაჭრა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება.
რეგიონული ვიზიტები — ენერგოომბუდსმენის სამსახურის ჩართულობა რეგიონებში
ენერგოომბუდსმენის სამსახურმა 2025 წლის განმავლობაში განახორციელა მნიშვნელოვანი რეგიონული ვიზიტები, რომელთა მიზანი იყო მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციის გაძლიერება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა კომპანიებთან თანამშრომლობით.
ვიზიტები მოიცავდა:
ქ. ბათუმი — შეხვედრა მერთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან; გაიმართა ახალი თანაშემწის წარდგენა და აჭარის მუნიციპალიტეტებში ენერგეტიკული გამოწვევების განხილვა.
ქ. ზუგდიდი — შეხვედრა მერთან და მოქალაქეებთან ენერგომომსახურების საკითხებზე.
ქ. ქუთაისი — სამუშაო შეხვედრა მერთან, ინფრასტრუქტურული საკითხების განხილვით.
ქ. ქობულეთი — შეხვედრა მერთან და წარმომადგენლებთან; მოქალაქეთა საჩივრების განხილვა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი — შეხვედრა 19 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან; მოქალაქეთა საჩივრების შეფასება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი — შეხვედრა 10 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან; სერვისის ხარისხის საკითხები.
მარტვილის მუნიციპალიტეტი — შეხვედრა 21 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან; პრობლემების ადგილობრივი დონის განხილვა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი — შეხვედრა 24 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან; წყალმომარაგებისა და ენერგომომსახურების საკითხებზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — შეხვედრა 20 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან; პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციების მიწოდება.
პანკისის ხეობა (სოფელი დუისი) — სამართლებრივი კონსულტაციები მოსახლეობასა დათვითმმართველობის წარმომადგენლებთან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მიმართულებით.
შიდა ქართლში ( გორის, კასპის, ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტები) - შეხვედრა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და 70 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ენერგეტიკული გამოწვევები და მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემები.
ვიზიტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოქალაქეთა ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლების მიმართულებით. აღნიშნული დინამიკა აისახა იმაში, რომ შემდგომ პერიოდში სწორედ აღნიშნული რეგიონებიდან გაიზარდა მომართვიანობა ენერგოომბუდსმენის სამსახურისადმი. მიღებულ განცხადებებზე განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რის შედეგადაც მომსახურების პროვაიდერმა კომპანიებმა დაიწყეს ინფრასტრუქტურისა და ქსელის განახლების პროცესები.
სხვა სიახლეები
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია
12.03.2026.19:07
პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხები გაიცემა ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურები) და იონჯის ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად. კერძოდ, ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურები) მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე, მიმდინარე ხარჯების შესამცირებლად, ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, თუ სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების ხარჯი, გამოყენებული საწვავის ხარჯი.
ქვეკომპონენტის ფარგლებში, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 100,000 ლარის ჩათვლით, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 300,000 ლარის ჩათვლით.
პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).