მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

ენერგეტიკის სფეროში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ხარჯების ოპტიმიზაციით შევძელით 370 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა, ეს სახსრები ჩვენი ენერგეტიკის სისტემის და ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება - ირაკლი კობახიძე

news image
2012 წლიდან, დაახლოებით, 10-ჯერ არის გაზრდილი გაზიფიკაციის ტემპები, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 860 დასახლებაში შევიდა ბუნებრივი აირი, რითაც საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე სარგებლობს.
 
„2012 წელს გაზიფიკაციის მაჩვენებელი იყო 55% ქვეყნის მასშტაბით და ეს ძირითადად უკავშირდებოდა საბჭოთა პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ჩვენ ბოლო დროის განმავლობაში განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ენერგეტიკის სისტემაში, რამაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მნიშვნელოვან რეფორმებს ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. განხორცილედა ოპტიმიზაცია, როგორც კადრების მიმართულებით, ასევე ზოგადად - ხარჯების ოპტიმიზაცია. წლის ჭრილში, მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ნაწილში ჩვენ შევძელით 370 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა. ბუნებრივია, ეს არის ის სახსრები, რომლებიც ჩაბრუნდება ენერგეტიკის სისტემაში და მოხმარდება ჩვენი ენერგეტიკის სისტემის და ეკონომიკის განვითარებას", -  აღნიშნა პრემიერმა.
 
ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში მანკიერი პრაქტიკა ჩამოყალიბდა სხვადასხვა მიმართულებით. 
 
„მათ შორის იყო, მაგალითად ნებართვების  გადაყიდვის არასწორი პრაქტიკა, რასაც სისტემური სახე ჰქონდა შეძენილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა მიმართულებით ამ პრობლემების მოგვარებას, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თვითკრიტიკის სახით უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მცირედით შეფერხებული ენერგეტიკის განვითარება და სწორედ ასეთი პრაქტიკები უშლიდა ხელს სექტორის სწრაფ განვითარებას. ეს პრობლემები მოგვარდება და ეს გახდება საწინდარი იმისა, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 22-23 სექტემბერს ჩატარდება

18.09.2025.15:40

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ უამინდობის გამო 22-23 სექტემბერს გაიმართება.  ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი. წელს, ფესტივალ „განდაგანას“ ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. წელს, პირველად ფესტივალზე სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი იქნება სვანური და მეგრული სამზარეულოც. გარდა კულინარიული მასტერკლასებისა, ასევე დაგეგმილია ქარგვის მასტერკლასები, სადაც მონაწილეები აჭარული ნაქარგობის შესრულებას შეეცდებიან.

ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც გასული წლის მსგავსად „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს. აღნიშნულ სივრცეში შთამბეჭდავი დეკორაციებით წარმოჩენილი იქნება აჭარული ყოფა, რაც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძები  იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ. მათ შორის იქნება ზვიად ბოლქვაძე ორკესტრთან და ბენდთან ერთად, „ურსა“, „ბანი“ და „გორდელა“.  სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა