მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7079.2
0.0105
flag
AZN 1.6135
-0.0002
flag
CNY 38.082
-0.0027
flag
EUR 3.0822
0.0358
flag
GBP 3.6608
0.0365
flag
KZT 54.04
0.0006
flag
TRY 0.0708
0.0001
flag
USD 2.7436
-0.0004

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპების შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებულ (სემეკ) ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, ახალ სასწავლო კურსზე - „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“ რეგისტრაცია გამოცხადდა. 

სასწავლო კურსის ავტორები არიან რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის  მქონე პროფესიონალები. 

სასწავლო კურსი განკუთვნილია: 

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სატარიფო განაცხადების მომზადების, წარდგენისა და დასაბუთების პროცესში, ასევე, მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებაში; 

ეკონომისტებისთვის და ფინანსისტებისთვის,  რომლებიც დაინტერესებულები არიან ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიითა და დანახარჯების მარეგულირებელი  აუდიტის მექანიზმებით;

იურისტებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სატარიფო რეგულირების სამართლებრივი ჩარჩო და სატარიფო დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის როგორც შინაარსობრივი ასევე, პროცედურული საკითხები;   

ასევე, სხვა დაინტერესებული პირთათვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს მარეგულირებელი აუდიტის, სატარიფო რეგულირების მექანიზმებისა  და პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. 

სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://bit.ly/3SzRjgx

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ვაკეში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება

14.05.2025.11:41

ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, განახლებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგილების გამარტივებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, რეაბილიტაცია შეეხება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

 

„პროექტის ფარგლებში, ამორტიზებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები სრულად განახლდება. ჩვენ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკამდე უკვე განვახორციელეთ და დარჩენილი მონაკვეთი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განახლდება. შეიცვლება წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ხოლო საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც ვიზუალურ გარემოს, ისე სისტემების მდგრადობასა და უსაფრთხოებას. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

მისი თქმით, ქუჩებზე მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები; გზის სავალ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დაიგება ასფალტის საფარი; განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები. 

 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გზის იმ მონაკვეთის გაფართოება, რომელიც ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გრძელდება. აღნიშნული გზის სავალ ნაწილს კიდევ ერთი სამოძრაო ზოლი დაემატება, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდას, შეამცირებს საცობებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების კომფორტს. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, რაზეც დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა