მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.6
0.0029
flag
AZN 1.5956
-0.0002
flag
CNY 38.078
-0.0016
flag
EUR 3.1517
-0.0033
flag
GBP 3.6291
-0.0131
flag
KZT 50.11
-0.0011
flag
TRY 0.065
0
flag
USD 2.7125
-0.0003

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ყირგიზეთის ენერგეტიკის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის სასწავლო კურსი ჩატარდა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ყირგიზეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსური რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის რეგულირების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა.

სასწავლო კურსის ფარგლებში, ყირგიზეთის რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგები სატარიფო რეგულირებისა და მეთოდოლოგიების, ელექტროენერგეტიკის ბაზრის სტრუქტურისა და ტექნიკური რეგულირების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს საკნონმდებლო ბაზის ჰარმონიზების საკითხებზე. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ მარეგულირებელი აუდიტის პრინციპებსა და მნიშვნელობას. ტრენინგები ჩაატარეს სემეკის თანამშრომლებმა, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია.   

2-დღიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. 

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ხელი შეეწყოს ენერგეტიკის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერებისა და ენერგეტიკის სექტრში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის  ამაღლებას. დღემდე, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში 4000-მდე პირი გადამზადდა.  

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სანქცირებული გემი იმყოფება, არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

10.10.2025.13:45

გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სანქცირებული გემი იმყოფება, არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. 

„ტანკერი „Olga“, რომელიც ამჟამად იმყოფება ფოთის საზღვაო ნავსადგურში, არ წარმოადგენს ევროკავშირის ან შეერთებული შტატების სანქციების ობიექტს. გემმა ჩამოიტანა დიზელის საწვავი, რომლის საბოლოო დანიშნულებაა სომხეთის რესპუბლიკა. * საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით.მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა