ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე - „სატარიფო რეგულირების პრინციპები და პრაქტიკა“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალ სასწავლო კურსზე – „სატარიფო რეგულირების პრინციპები და პრაქტიკა“ – რეგისტრაცია დაიწყო.
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სატარიფო რეგულირების სფეროში ძირითადი პრინციპებისა და მეთოდოლოგიური საფუძვლების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას. სასწავლო პროგრამა ეფუძნება საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს და მოიცავს სემეკის მიერ რეგულირებას დაქვემდებარებული ყველა სექტორის – ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სატარიფო რეგულირების საკითხებს.
კურსის ფარგლებში განხილული იქნება რეგულირების მექანიზმები, ტარიფების კორექტირების პრინციპები და პერიოდულობა, სატარიფო დანახარჯების, მათ შორის სახელფასო ფონდისა და საინვესტიციო გეგმების განსაზღვრის კრიტერიუმები, ასევე სატარიფო საქმისწარმოებისა და მარეგულირებელი აუდიტის პროცედურული ასპექტები.
სასწავლო კურსი განკუთვნილია სემეკის მიერ რეგულირებულ საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ასევე ეკონომიკის, სამართლის, საჯარო მმართველობისა და მასთან დაკავშირებული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.
სასწავლო კურსი დაიწყება 9 მარტს, ხოლო რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 მარტი.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://tinyurl.com/yckyn3a4
სხვა სიახლეები
განცხადებების მიღება ახალგაზრდა მოხალისეების პროგრამაზე დაიწყო
16.02.2026.11:58
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, აცხადებს მოხალისეთა მიღებას შემდეგ რეგიონებში:
• სამეგრელოზემო სვანეთი - აბაშა, სენაკი, ხობი, მარტვილი, ჩხოროწყუ, მესტია
• რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი
• იმერეთი - ვანი, ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, სამტრედია, ბაღდათი, ზესტაფონი, ხონი
• გურია - ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური
• კახეთი - ლაგოდეხი, ახმეტა, თელავი, ყვარელი, სიღნაღი, გურჯაანი, საგარეჯო,
• შიდა ქართლი - გორი, ქარელი, კასპი, ხაშური
• მცხეთა-მთიანეთი - დუშეთი, მცხეთა,
• ქვემო ქართლი - მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი
• აჭარა - ქობულეთი, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური
• სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქი, ახალციხე
მოხალისეთა ქსელი გააერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გზით. რეგისტრაცია შესაძლებელია 9 მარტის ჩათვლით შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdp5OjRuynBy5oYBY4u-GgBl_7txSZIt9jhRPztxzQkGu6d0Q/viewform
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია, პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი: მარიამ სესიტაშვილი (ელ.ფოსტა: Mariami.Sesitashvili@eiec.gov.ge, მობ: 598620024).
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.