მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა Energo Hack 2025-ის ფარგლებში თავის რჩეულ გუნდს პრიზი გადასცა

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით კასპის ტექნოპარკში ჰაკათონი  Energo Hack 2025 გაიმართა.სემეკის მიერ დაფუძნებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა, როგორც ჰაკათონის გენერალურმა პარტნორმა,  თავის რჩეულ გუნდს - MeterLink-ს 5000 ლარის ოდენობის პრიზი გადასცა. 

MeterLink არის Google-ს ღრუბლოვან დატა ბაზაზე დაფუძნებული IOT სისტემა, რომელიც სამომხმარებლო და ბიზნეს სექტორისთვის ამარტივებს ენერგეტიკული დანახარჯების აღრიცხვა-კონტროლს და მომხმარებელს აძლევს საშუალებას გამოიმუშაოს ენერგო დაზოგვის უნარები, შეამციროს ენერგეტიკული დანახარჯები. MeterLink აერთიანებს არსებულ მრიცხველთან დაკავშირებულ  ჭკვიან სენსორიკას, კედლის საინდიკაციო მოწყობილობას (user  interface)და სმარტფონის აპლიკაციას.  ასევე, სურვილის შემთხვევაში დატა ბაზასთან წვდომა შესაძლებლებელია ჰქონდეს ენერგო მიმწოდებელ  კომპანიებს  დისტანციური აღრიცხვისა და კონტროლისათვის.

ჰაკათონ Energo Hack 2025-ის მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში პრობლემების/გამოწვევების გამოვლენა, შემდეგ კი მათი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.  ჰაკათონის 60-მდე მონაწილე მთელი საქართველოდან, 38 საათის განმავლობაში, კასპის ტექნოპარკში ინტენსიურად მუშაობდა საკუთარ იდეებსა და პროტოტიპებზე. დასკვნით ეტაპზე კონკურსანტებმა 23 პროექტი კომპეტენტური კომისიის წინაშე წარადგინეს. 

ჰაკათონი ასევე მიზნად ისახავდა პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.

Energo Hack 2025- ში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის დარგის მწარმოებელმა კომპანიებმა, ენერგეტიკის დარგით დაინტერესებულმა მეწარმეებმა, სტარტაპებმა და სტუდენტებმა, პროტოტიპირებით, ინჟინერიით (განსაკუთრებით ენერგო/ელექტრო), პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებულმა ინოვატორებმა. 

ჰაკათონი დაფინანსდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. ჰაკათონის მხარდამჭერი იყო სემეკი; ჰაკათონის გენერალური პარტნიორი - სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი; ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციები - სსე (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემები),  GRPC  (საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია), ლურჯი  ოკეანე, სოკარი.  

 

 

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქალაქ მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდება

12.09.2025.16:27

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში  ახლით იცვლება 2 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.  ახლად მოწყობილ წყალმომარაგების სისტემაზე 7 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდება. 

სარეაბილიტაციო პროექტი ჯივიპიმ ივლისის თვეში დაიწყო და ოქტომბერში დაასრულებს, რაშიც კომპანია ჯამში 400 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

როექტის შედეგად ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში  განახორციელებს.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა