მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს - ნიკოლ ფაშინიანი

news image

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარება ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ეს ურთიერთობები გარდაიქმნას ინსტიტუციურ მიღწევად. სატრანსპორტო კავშირები საერთო სარგებელსა და შემოსავალს მოუტანს სამივე ქვეყანას. ამისი გავლენა იქნება ეკონომიკური ზრდა, უფრო დიდი ფისკალური გავლენა, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, საჯარო ფინანსების მართვა და საზოგადოებების განვითარება. ჩვენი ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ეს ყველას ინტერესშია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს, რაც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის ზრდასა და განვითარებას ნიშნავს.

22 ოქტომბერს რიგით მეხუთე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნა. ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯივიპი ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს ასრულებს

22.10.2025.15:55

ხვალ, 23 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

ხრამი–რუსთავის მაგისტრალური ქსელი წარმოადგენს ერთადერთ და უმნიშვნელოვანეს წყალსადენს, რომელის საშუალებითაც სათავე ნაგებობიდან ქალაქ რუსთავამდე სასმელი წყალის  ტრანსპორტირდება ხდება. აღნიშნული მაგისტრალური მილსადენის განახლება სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც  სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

Gwp-ის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და მისი მოადგილე  ბესიკ ტოგონიძე, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან და  რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად ხრამი რუსთავის მაგისტრალური ქსელის  სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

„ხრამი–რუსთავის მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო პროექტი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამ ეტაპად ხორციელდება და მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 14 მლნ ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა და განახლდა 2.2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი, რაშიც ჯივიპიმ 6.7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 4.7 მლნ ლარს შეადგენს. განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 2.3 კმ სიგრძის ქსელი, დამონტაჟდა 17 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 5 საკვანძო ჭა;  სარეაბილიტაციო პროექტის მესამე ეტაპი ფარგლებში დაგეგმილია დამატებით 3 კმ სიგრძის ქსელის განახლება, რისთვისაც კომპანია 2.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სამუშაოები 2026 წელს შესრულდება.” -  გიგა ნადირაძე, ტექნიკური დირექტორი

ახლადმოწყობილი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ხვალ, 23 ოქტომბერს განახორციელებს. 

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 23 ოქტომბერს, ღამის 03:00 საათიდან 24 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს,  ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა