ეკონომიკის სამინისტროში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 70 შერჩეული კანდიდატი გაივლის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის შესარჩევი კონკურსი დასრულდა. უფლებამოსილმა კომისიებმა 70 კანდიდატი შეარჩიეს, რომლებიც სტაჟირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში გაივლიან.
3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეთა შერჩევა კონკურსის გზით მოხდა - შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი სტაჟირების მსურველი ახალგაზრდების აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა იყო. სამინისტროში გასაუბრებისას უპირატესობა უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს მიენიჭათ.
სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, სრულად ჩაერთონ სამინისტროს და მისი ქვეუწყებების საქმიანობაში, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და დეტალურად გაეცნონ საჯარო უწყებების მუშაობის სპეციფიკას, რაც მათთვის მნიშვნელოვანი პროფესიული პრაქტიკა იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
1 იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
01.01.2026.16:40
1 იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. კერძოდ, ძალაში შედის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ნორმა, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე - 300 ლარი.