მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

ეკატერინე გალდავამ Central Banking-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მალაიზიაში, საერთაშორისო გამოცემა Central Banking Meetings-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემაა - „ერთობლივი ძალა: მედეგობა და ზრდა ცვალებად სამყაროში“.

კუალა ლუმპურში გამართულ Central Banking Meetings-ის ფორუმში იაპონიის, მალაიზიის, ინდოეთის, თურქეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, საუდის არაბეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკირები და მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ცენტრალური ბანკების ლიდერებს შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებას, რეგიონული ინტეგრაციის გაძლიერებასა და ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვას.

პანელურ დისკუსიებზე სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე გალდავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონული გადახდების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, წარმატებული, ინტეროპერაბელური გადახდების ეკოსისტემის საფუძველს წარმოადგენს თანამედროვე შიდა გადახდების ინფრასტრუქტურა, საერთო ტექნიკური სტანდარტები და ეფექტიანი რეგიონული კოორდინაცია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის განახლებაზე. განახლებული სისტემას 24/7 რეჟიმში ფუნქციონირების ტექნიკური შესაძლებლობა ექნება და უზრუნველყოფს მრავალვალუტიანი გადარიცხვების მხარდაჭერას. ამასთან, 2026 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ტრანზაქციები რამდენიმე წამში, დღის ნებისმიერ დროს განახორციელონ. ორივე სისტემა დაფუძნებული იქნება ISO 20022 შეტყობინებების სტანდარტზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგადახდო სისტემების ინტეროპერაბელურობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონული ფინანსური ჰაბი ევროპასა და აზიას შორის.

„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გავხდეთ რეგიონის ფინანსური ჰაბი ევროპასა და აზიას შორის. რეალურ დროში გადახდები და გადახდების სისტემების ინტეგრაცია კი ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას, შეამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს და გააძლიერებს რეგიონულ ეკონომიკურ კავშირებს“, - განაცხადა მან.

Central Banking Meetings-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ეკატერინე გალდავამ ასევე ისაუბრა საქართველოში ფინანსური ინოვაციების დანერგვაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს ფინანსურ ინოვაციებს როგორც რეგულირების, ისე ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ სებ-მა უკვე დანერგა ციფრული ბანკებისა და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების რეგულირების წესი, შექმნა რეგულატორული და ტექნიკური სენდბოქსები, შეიმუშავა ფინტექის განვითარების სტრატეგია, რაც საფინანსო სექტორში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

Central Banking-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღო სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ერგეშიძემ. სადისკუსიო პანელზე საუბარი შეეხო ფინანსურ სექტორში არსებულ კიბერ საფრთხეებს და მათი გადაჭრის გზებს. ასევე, განიხილეს კიბერ-რისკების მართვის პრაქტიკული სტრატეგიები და ცენტრალური ბანკების როლი ამ მიმართულებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ეს ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ მათ, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით - ლაშა ავალიანი

02.04.2026.11:30

ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს თავშესაფრის ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიუსაფარი ძაღლების გადაყვანასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„ზოგიერთ ვიდეოში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი ის, რაც რეალობას არ შეესაბამება. შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებაში ღონისძიებები მიმდინარეობდა კახეთსა და იმერეთში; ასევე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერირება და პირველი გასვლა ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელდა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არც ერთ სხვა რეგიონში და მუნიციპალიტეტში არ შესულა და არც ერთ სხვა თავშესაფარში ცხოველები არ მიუყვანია“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

მისივე განმარტებით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე სააგენტოს მანქანების გადაადგილება და თავშესაფარში შესვლა არ დაფიქსირებულა, რაც მარტივად გადამოწმებადია, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერების გადამოწმებით. მინისტრის მოადგილემ შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. 

„ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა და არსებობს კადრები, ვთხოვ, გაასაჯაროონ. ეს ძალიან ადვილი დასამტკიცებელია და აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს. შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით. დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არანაირი შეხება არ აქვს შიდა ქართლის თავშესაფართან. ერთადერთი, რაც მე ვნახე, არის ბოლი ინსენერატორიდან, რომლის ფუნქციაა ნარჩენების, მათ შორის ცხოველური ნარჩენების დაწვა, რომელიც ოპერაციის შემდეგ წარმოიქმნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა