მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.6
-0.0012
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 38.013
0
flag
EUR 3.1321
0.0028
flag
GBP 3.5557
-0.0055
flag
KZT 51.53
-0.0018
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7064
-0.0001

ეკატერინე გალდავა კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, კორეაში ვიზიტის ფარგლებში, კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, კორეის ცენტრალურ ბანკში გამართული სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა თანამშრომლობის ახალი მიმართულებებისა და გადახდების სფეროში ინტეროპერაბელობის ინიციატივების განხილვა იყო.

შეხვედრაზე კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა  რეგიონული მასშტაბის საგადახდო სისტემების ინტეროპერაბელობის ინიციატივა წარადგინეს, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობას, არამედ სხვა ქვეყნების ჩართულობის შესაძლებლობასაც. აღნიშნული ინიციატივის მიზანია საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საერთაშორისო გადარიცხვების გამარტივება.

შეხვედრაზე ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, რომ საქართველოში გადახდებისა და ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება - ამ ეტაპზე მიმდინარეობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვის პროექტები, რაც ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის ტექნოლოგიურ გარდაქმნას უზრუნველყოფს.

„კორეის ცენტრალური ბანკის მიერ ინიცირებული რეგიონული ინტეროპერაბელობის ხედვა ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური კავშირის აქტიური მონაწილის პოზიციის გაძლიერებისკენ“, - განაცხადა მან. 

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კორეის ცენტრალური ბანკის პარტნიორობა ემსახურება საგადახდო სისტემების მოდერნიზებას, ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას და საქართველოს ფინანსური სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციის გაძლიერებას.

კორეის ცენტრალურ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და საგადახდო სისტემების გუნდი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მარიამ ქვრივიშვილი სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს

12.11.2025.11:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს.

„შეძრწუნებული ვარ მომხდარი ტრაგედიის გამო - ვიზიარებ თურქი ხალხის მწუხარებას და პირადად ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს. დაიღუპა 20 ადამიანი - ეს უდიდესიდანაკარგია მთელი თურქეთისთვის, ამ მძიმე დღეებში ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხარდასაჭერად", - აღნიშნულია მარიამ ქვრივიშვილის სამძიმრის ტექსტში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა