ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების შესახებ კანონმდებლობა დაიხვეწა - კონსტანტინე ზარნაძე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები და ასევე მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონმდებლობა დაიხვეწა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუსაფარი და შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების შესახებ კანონმდებლობა დაიხვეწა. ვიცით, რომ დედაქალაქის მასშტაბით ეს გამოწვევა დგას. დღეს ჩვენ საკრებულოს აქტები კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოგვყავს.
მინდა მადლობა გადავუხადო ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს, რომელთა ძალისხმევითაც დღეს დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციის რიცხვი 78%-ს აღწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. ასევე, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა საოპერაციო შენობების აშენებასთან დაკავშირებით. გლდანში უკვე დასრულდა ცხოველებისთვის საოპერაციო შენობების აშენების პროცესი. უახლოეს მომავალში დაგეგმილია 800 ძაღლზე გათვლილი ვოლიერების მშენებლობა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
სხვა სიახლეები
არაერთი სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდა, რაც საშუალებას მოგვცემს , ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სახეობები მომავალშიც განვავითაროთ - მამუკა ხაბარელი
24.02.2026.18:13
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრი მამუკა ხაბარელი ზამთრის ოლიმპიურ თამაშების დახურვას გამოეხმაურა და ვერცხლის მედალოსნებს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.
„ორი დღის წინ ოფიციალურად დაიხურა ზამთრის ოლიმპიური თამაშები, სადაც ძალიან მაგარმა სპორტსმენებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ საქართველოს მოუტანეს ისტორიული ვერცხლის მედალი და ეს მოხდა პირველად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საკრებულოს სხდომიდან მივულოცო მთელ საქართველოს, ჩვენს სპორტსმენებს და თითოეულ ადამიანს ვინც მათ წარმატებაში იყო ჩართული. ეს არ მოდის მხოლოდ ენთუზიაზმით, ეს დამოკიდებულია სახელმწიფოს მიდგომასა და იმ უამრავ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე რაც ჩვენს ქვეყანაში შენდება“, - განაცხადა მამუკა ხაბარელმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა , რომ ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა შექმნილი და საქართველოს ხელისუფლებისთვის სპორტი პრიორიტეტია
„ზამთრის სახეობებში ჩვენ დავიმკვიდრეთ ჩვენი სახელი. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველო 25-ე ადგილზე გამოჩნდა. მონაწილეობას კი დაახლოებით 100 ქვეყანა იღებდა. სულ ცოტახნის წინ ჩვენ ვუმასპინძლებთ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და მის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდა და შენდება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სახეობები მომავალშიც განვავითარო. ამ ვერცხლის მედალს დავუმატოთ უფრო მაღალი სინჯის მედლები. კიდე ერთხელ ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ბევრი წარმატებები გველის წინ“, - აღნიშნა მამუკა ხაბარელმა.