მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7192.5
-0.0086
flag
AZN 1.598
-0.0034
flag
CNY 39.42
0.003
flag
EUR 3.1483
0.0209
flag
GBP 3.6408
0.0313
flag
KZT 56.35
-0.0011
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.7166
-0.0057

ძალიან ემოციური დღეები გავიარეთ - ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე l ზურაბ აბაშიძე

news image

ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა. 

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, უწმინდესი არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის გახლდათ ეპოქალური პიროვნება, არამედ იგი მსოფლიო მასშტაბის ფიგურა იყო. ზურაბ აბაშიძის თქმით, საოცრად ამაღელვებელი სანახავი იყო, თუ როგორ მოდიოდა ზღვა ხალხი უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად. 

„დღეს პირველი სხდომა ტარდება საკრებულოში, მას შემდე, რაც ჩვენმა პატრიარქმა დაგვტოვა. ძალიან ემოციური დღეები გავიარეთ. ჩვენ ვნახეთ თუ რამდენი ადამიანი იყო მოსული სამების საკათედრო ტაძარში მის უწმინდესობასთან გამოსამშვიდობებლად. იგი არა მხოლოდ ჩვენთვის იყო ეპოქალური პიროვნება, არამედ მსოფლიო მასშტაბის ფიგურა გახლდათ. ჩვენ მადლობლები ვართ, რომ მის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. საუკუნოდ იქნება ჩვენი პატრიარქის ხსოვნა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ფინანსთა მინისტრი JP Morgan-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

24.03.2026.18:08

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა JP Morgan-ის მმართველ დირექტორ სტეფან უაილერს და კომპანიის წარმომადგენლებს.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. საუბარი, ასევე, შეეხო სახაზინო ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმების დასახვას.

ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა