ძაღლების ორთაბრძოლების მოწყობა იკრძალება და 35 ათას ლარამდე ჯარიმით დაისჯება - დეტალები
ქვეყანაში ძაღლების ორთაბრძოლების მოწყობა იკრძალება და 35 ათას ლარამდე ჯარიმით ისჯება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ საპარლამენტო სესიაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა.
„სამწუხაროდ ძალიან გაზრდილია ძაღლების ორთაბრძოლების მოწყობის სტატისტიკა. გვაქვს ძალიან სავალალო მდგომარეობა ამ კუთხით. შესაბამისად ძაღლების ორთაბრძოლებისთვის, რომელიც იკრძალება, არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ჯარიმა 25 ათასიდან 35 ათასი ლარის ოდენობით. თუ ამასთან დაკავშირებით გვექნება შენიშვნები თანხის ოდენობასთან დაკავშირებით შეგვიძლია მეორე მოსმენისთვის ვიმსჯელოთ. შეგახსენებთ, რომ ასეთი დიდი ჯარიმა ჩვენ გაქვს შავი ზღვის ნავთობის დაბინძურებისთვის. თუმცა ეს დამატებით სამსჯელოა, მაგრამ შემაკავებელი ეფექტი აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რადგანაც ამ ორთაბრძოლებში გამოყენებული ძაღლების ქუჩაში მიტოვებაც ხდება და ისინი არიან ის ძაღლები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან, რადგანაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ვზრდით ძაღლს“, - აღნიშნა ბითაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.10:42
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, შპს აგროლეინის მოცვის ბაღს, გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს დაათვალიერებს. დავით სონღულაშვილი შეხვედრას გამართავს ფერმერებთან და მეწარმეებთან.
მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები: სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში, რომელიც იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს; ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში, სადაც განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეულ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათისა და სასმელი წყლის საერთაშორისო დონის კვლევები ტარდება.
მინისტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსაც ესტუმრება და თანამშრომლებს შეხვდება; დაათვალიერებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფისს, რომელშიც განთავსებულია მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები - ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, გეოლოგიური განყოფილება და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი.
დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ყოფნის დროს, პრომეთეს მღვიმესაც დაათვალიერებს, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.