დიდ ქალაქებს შორის და 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანისთვის ავტობუსების სავალდებულო გამოყენების პირობად 2026 წლის 1 იანვარი განისაზღვრა
2026 წლის 1 იანვრიდან, მგზავრთა გადაყვანა დიდ ქალაქებსა და 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მხოლოდ M3 კატეგორიის, შესაბამისი კლასისა და დასაჯდომი ადგილების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სექტორში არსებული პროცესების დეტალურ ანალიზს დაეფუძნა და მიზნად ისახავს გადამზიდველთათვის დამატებითი დროის მიცემას ავტოპარკის განახლებისა და შესაბამისი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენისათვის.
აღსანიშნავია, რომ წარმატებით მიმდინარეობს საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმა, რომლის ფარგლებში, ის პირები რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ ქვეყნის შიდა რეგულარულ და საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანას, 2024 წლიდან ეტაპობრივად განებართვიანდნენ. 2025 წლის 2 ივნისის მდგომარეობით ნებართვის მფლობელთა რიცხვმა 2400 გადამზიდველს გადააჭარბა, ნებართვის მიღების მსურველთა რიცხვი ქვეყანაში მზარდია.
სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმის კვალდაკვალ, აგრძელებს საავტომობილო სამგაზვრო გადაყვანებში ჩართულ პირებთან თანამშრომლობას, რაც პირველ რიგში მიზნად ისახავს გადამზიდველებისა და ავტოსადგურების ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.06.2025.17:31
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ბაბკენ თუნიანს შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და გამტკიცებაზე, ასევე, სავაჭრო მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„სავაჭრო შეთანხმებების, საწარმოო პოტენციალის და გამოცდილების მაქსიმალური გამოყენება ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, სომხეთს ძალიან კარგი წარმოების კულტურა აქვს, რომლის გამოცდილება შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთ. ჩვენი მხრიდან კი, საქართველოს საფინანსო სექტორი, „საქართველოს ბანკის" სახით, სომხეთის ფინანსურ ბაზარზე წარმატებით საქმიანობს და თავის გამოცდილებას უზიარებს. საერთო ჯამში, მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონის სამი ქვეყნის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სავაჭრო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და მთლიანად, რეგიონის ეკონომიკის შესაძლებლობების განვითარებას", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შოთა ბერეკაშვილმა.
როგორც კომიტეტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსახლეობასა და ბიზნეს შორის მჭიდრო ურთიერთობას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეთანხმების პროცესს. ჩვენს რეგიონში სტაბილური გრძელვადიანი მშვიდობა გაზრდის ერთმანეთთან ინვესტირებას და სხვადასხვა ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას.
ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, ექსპორტ-იმპორტის ნაწილში კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს", - აღნიშნა ანტონ ობოლაშვილმა.