დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ჩვენი ტრადიციული ხელოვნება და კულტურა განვითარდეს და ესეც ბიზნესის ნაწილია - თინათინ რუხაძე
კულტურის მინისტრის განცხადებით, ტელესერიალებისა და კინოსერიალების მიმართულებით საერთაშორისო კონვენციასთან მიერთება საქართველოსთვის გახსნილი გზაა, რომელიც ქვეყნის კულტურის გლობალურ პლატფორმებზე წარმოჩენას და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას შეუწყობს ხელს.
როგორც თინათინ რუხაძემ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას განმარტა, კულტურა უნდა იქცეს მუდმივმოქმედ პროცესად და ერთგვარ „ლოკომოტივად“, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ქვეყნის საერთაშორისო ინტერესს ზრდის, ხოლო სექტორი უკვე დღეს ათიათასობით ადამიანს აერთიანებს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს ქმნის.
„ეს არის გახსნილი გზა და ნამდვილად, როდესაც დასკვნას აძლევდა სახელმწიფო ამ კონვენციაზე ხელმოწერას და მიერთებას, ყველა ინსტიტუციამ ერთხმად თქვა, რომ ეს არის ის, რისთვისაც ვართ, რომ ჩვენი კულტურა გავიტანოთ მაღალ დონეზე და ვიყოთ წარმოდგენილი ყველა პლატფორმაზე, მათ შორის ტელესერიალების კუთხითაც. მით უმეტეს, როდესაც თავიდანვე ამას ვამბობ, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყანა, რომელიც პოზიციონირებს და მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ასეთ პირობებშიც კი, ქვეყანა, რომლისთვისაც ტურიზმი და საინვესტიციო გარემო, მშვიდობა არის იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განვითარდეს და ქვეყნის მოსახლეობისთვის და თანამოქალაქეებისთვის დიდი შესაძლებლობები შეიქმნას, რომ აქ უკეთესი ცხოვრების პირობები იყოს, ქვეყანა, რომელსაც მოთხოვნა აქვს, რომ ეკონომიკურად სტაბილური იყოს და დამოუკიდებლობა შექმნას. ეს ვერ იქნება ერთჯერადი აქტი, ვერ იქნება ერთჯერადი სარეკლამო კამპანია. ეს უნდა იყოს მუდმივმოქმედი პროცესი, რომ კულტურა მუდმივად, როგორც წინ ჩამდგარი ლოკომოტივი ქვეყანას მთელ მსოფლიოში უკეთებდეს ისეთ შეფუთვას, ისეთ წარდგენას, რომ მსოფლიოს აინტერესებდეს მერე შენთან ურთიერთობა.
ეს ვერ იქნება ერთჯერადი აქტი იმიტომ, რომ თაობები ჩვენთანაც იცვლება და როგორც გენეტიკურ დონეზე, მაგალითად მრავალხმიანობა ქართველთა საქმეა, მაგრამ გენეტიკურ დონეზე ჩვენ სალოტბარო სკოლებს ვხსნით და მეტს ვაკეთებთ, რომ მომავალმა თაობამ კარგად იცოდეს ქართული ფოლკლორი, ასევეა უცხოეთშიც. ჩვენ აქაც დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ შიგნითაც საქართველოში ბევრი ვაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ტრადიციული ხელოვნება და კულტურა განვითარდეს და ესეც ბიზნესის ნაწილია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ დარგში, მაგალითად მარტო სახელმწიფო სისტემაში 12 000-მდე ადამიანი მუშაობს. წარმოიდგინეთ 80-მდე ორგანიზაციაა და შესაბამისად ჩვენი მომხმარებელი კიდევ უფრო მეტი ადამიანია, ათიათასობით ადამიანია - თვითდასაქმებულიც, ხელოვანიც, მხატვარიც, რეწვის თუ სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი, სხვათა შორის მოდის ინდუსტრიაც ჩვენი ინდუსტრიის ნაწილია და ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მსოფლიო საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს და ჩვენ კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი თემა, მათ შორის მოდის ინდუსტრიაზე როდესაც ვლაპარაკობთ, რომლითაც მსოფლიო შეგვიძლია ჩვენი ქსოვილით, კოსტიუმით და სხვა რაღაცებით განვაცვიფროთ“, - აცხადებს მინისტრი.
სხვა სიახლეები
ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ - კულტურის მინისტრი
06.04.2026.22:04
ჩვენ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ, - აცხადებს კულტურის მინისტრი, რომელიც გადაცემა „იმედის დილაში“ Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. თინათინ რუხაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კულტურული და სპორტული ობიექტების განვითარება - იგეგმება ქრისტიანული კულტურის ცენტრისა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მშენებლობა, ასევე ძეგლების რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების დაპროექტება.
მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია საკონცერტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ფილარმონიის რეაბილიტაცია, ხოლო პარალელურად ვითარდება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები და თბილისში უნიკალური სტადიონის მშენებლობა, რომელიც საკონცერტო შესაძლებლობებსაც მოიცავს.
„ჩვენ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ პრემიერთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მასთან შეთანხმებით: ვაშენებთ ქრისტიანობის კულტურის ცენტრს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად... თანამედროვე ხელოვნების ცენტრს.
ძალიან ბევრი რეაბილიტაცია მიმდინარეობს როგორც ძეგლის, ისევე ახალი შენობების დაპროექტება. იცით, რომ სპორტის კუთხით მულტიფუნქციურები ყველგან შენდება იმისთვის, რომ სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება... კულტურაც არის ამის განუყოფელი ნაწილი, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის სახეა კულტურა. საკონცერტო დარბაზებს, ფილარმონიიდან დაწყებული ყველა დარბაზის რეაბილიტაცია - უკვე ფილარმონია დავიწყეთ. სტადიონი შენდება, რომელიც იცით რომ თბილისში უნიკალურ სტადიონის მშენებლობაზეა ლაპარაკი, რომელიც ასევე საკონცერტო ინფრასტრუქტურით იქნება გაჯერებული იმისთვის, რომ დიდ პროექტებს აკეთებს Starring Georgia და ძალიან სერიოზული კომპანიაა, რომელიც ასევე ჩვენს არეალში შემოდის და ამიკო ჯანელიძე და მისი გუნდი უნიკალურ პროექტებს ახორციელებენ ყოველწლიურად.
გასულ წელს ჯასტინ ტიმბერლეიკი იყო და ახლა მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში ვართ, მაინც ვცდილობთ, რომ წლევანდელი წელიც იქნებ საინტერესო იყოს.
მოკლედ კულტურაც არის ბიზნესის და ეკონომიკის წინსვლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, ის არის სახე, რომელიც საიმიჯო საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია როგორი იქნება ქვეყანა შეფუთული, დაბრენდილი და როგორ იქნება წარმოდგენილი მსოფლიოსთვის, რომ ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი იყოს მუდმივი“, - აცხადებს კულტურის მინისტრი.