მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.5
-0.0072
flag
AZN 1.5991
-0.0005
flag
CNY 37.979
0.0029
flag
EUR 3.209
0.0061
flag
GBP 3.7162
-0.0122
flag
KZT 52.4
-0.0003
flag
TRY 0.0682
-0.0001
flag
USD 2.7195
-0.0008

დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი, 2025 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო - სრული მზაობა არის, რომ უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი - გივი მიქანაძე

news image

დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი, 2025 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მან აღნიშნა, რომ პროცესის უმაღლესი სტანდარტით ჩასატარებლად სრული მზაობაა.

„საქართველოს მასშტაბით 39 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი წარმატება ვუსურვო. მათ ტავისი ცოდნის გამოვლინების მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. არ არის რეგიონი, რომელშიც არ ტარდება გამოცდები. წინასწარი სამუშაოები, რაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა სხვადასხვა უწყებასთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობაში, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სრული მზაობა არის, რომ უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

03.07.2025.12:48

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა