დღეს თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ევროპული დედაქალაქი - პრემიერი
დღეს თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ევროპული დედაქალაქი, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, თბილისში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ყველაფერი არის კარგად.
„დღეს დედაქალაქის მერმა წარადგინა პრეზენტაცია ინფრასტრუქტურის სფეროში დედაქალაქის შესახებ და თქვენ ყველა დარწმუნდით, რომ შედეგები არის ნამდვილად შთამბეჭდავი. ყველა მიმართულებით იქნება ეს გზებს მშენებლობა, ხიდების მშენებლობა, რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება. ყველა კუთხით, იგივე ავარიული შენობების რეაბილიტაცია, ძველი თბილისის უბნების განახლება რეაბილიტაცია, დასუფთავება, გამწვანება. ყველა მიმართულებით არის შთამბეჭდავი შედეგები. მე მახსოვს დაახლოებით 10-12 წლის წინ, როდესაც კახი კალაძე ჯერ კიდევ არ იყო დედაქალაქის მერი, თბილისი იყო ბოლოდან მერე ევროპის დედაქალაქებს შორის გამწვანების თვალსაზრისით. დღეს თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ევროპული დედაქალაქი.
რაც არის კახი კალაძის დამსახურება და მთლიანად მერიის გუნდის დამსახურება. რა თქმა უნდა ეს განვითარება უნდა გაგრძელდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. და დარწმუნებული ვარ, რომ 4 წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული, მისი ინფრასტრუქტურა იქნება კიდევ უფრო მეტად დახვეწილი. და ჩვენი დედაქალაქი დარჩება გამწვანებულ სუფთა დედაქალაქად“, - განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.06.2025.17:12
23.06.2025.16:36
23 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები წარადგინა. მიმდინარე წელს კომპანია აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებას როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით და თბილისის, ქალაქ რუსთავისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებას ეტაპობრივად აუმჯობესებს.
მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 2025 წელს კომპანია უპრეცედენტოდ დიდ - 126 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ინვესტირება განხორციელდება წყლისა და წყალარინების ამორტიზებული ქსელების რეაბილიტირების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკის მიმართულებებით.
წყალმომარაგების დარგში არსებული გამოწვევები, როგორიცაა სისტემის სტაბილურობა და ქსელების მდგომარეობა, არაერთი მიმართულებით მასშტაბურ ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისად, ჯივიპი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების სერვისის ეტაპობრივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
ჯივიპის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლებაა. სწორედ ამ მიმართულებით 2025 წელს ჯამში 63 მილიონი ლარი დაიხარჯება და 66 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე უკვე დასრულდა 15 სარეაბილიტაციო პროექტი და განახლდა 11,5 კმ სიგრძის ქსელი, მათ შორის, თბილისში - ვასაძის, ჩოლოყაშვილი-წერეთლის, ლიახვის, აწყურის, კაპანაძეების ქუჩები, რუსთავში - ხრამის მაგისტრალური წყალსადენის I ეტაპი.
2025 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ცხელი წერტილების იდენტიფიცირება-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ქსელზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების განახლებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში უკვე დაიდენტიფიცირდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის ყველაზე ხშირად დაზიანებადი 100-მდე მონაკვეთი და დაიგეგმა მათი ოპერატიული განახლება. აღნიშნული მიმართულებით წლის განმავლობაში 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
კომპანიაში მიმდინარე პროექტებს შორის აღსანიშნავია წყალმომარაგების ქსელში წყლის წნევების რეგულირების მიმართულება, რომელიც წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და დანაკარგების შემცირებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს ქსელების ავარიულად დაზიანების რისკს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად ავლაბრის, ნავთლუღის, სოფელ დიღმისა და ვარკეთილი ზემო პლატოს არეალებში ავარიული დაზიანებების რიცხვი 50%-ით, ხოლო წყლის დანაკარგები 41%-ით შემცირდა.
ქსელის ავარიული დაზიანებებისა და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალების შესამცირებლად მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს ჯივიპის მოდერნიზებული საოპერაციო ცენტრები. სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე დამონტაჟდა 444 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 30 აკუსტიკური ლოგერი, ამასთანავე ქსელის ავარიული აღდგენის ფარგლებში კაპიტალურად განახლდა 13 კილომეტრამდე სიგრძის ქსელი.
მოძველებული ქსელების განახლების პარალელურად, ჯივიპი აქტიურად მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მოდერნიზებაზე. პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების გაციფრულება და ავტომატიზაცია.
განხორციელებული ინვესტიციებისა და სტრატეგიული პროექტების შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საპილოტე არეალებში, კერძოდ, ქალაქ რუსთავში, თბილისის ზედა ზონებსა და ისანი-სამგორის რაიონში, სადაც მნიშვნელოვნად შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალები, ქსელის ავარიული დაზიანებების რაოდენობა და წყლის დანაკარგები.
გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით დაინერგა განახლებული ვებ-გვერდი, რომელიც ჯივიპის აბონენტებს მისცემს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.