მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.3
0.0033
flag
AZN 1.5938
-0.0003
flag
CNY 38.041
-0.0036
flag
EUR 3.1407
-0.0068
flag
GBP 3.6085
-0.0175
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0
flag
USD 2.7105
-0.0005

დღეს, საქართველო პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას - თბილისის ფინანსურ სამიტს - ნათია თურნავა

news image

„თბილისის ფინანსური სამიტი” დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს პირველად ტარდება და იგი "აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში" იმართება.

ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდრომარემ შალვა პაპუაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიმართა.

,,დღეს, საქართველო პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას - თბილისის ფინანსურ სამიტს. მოხარული ვარ, რომ ღონისძიებას ესწრებიან როგორც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები ისე რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები. სიმბოლურია, რომ თბილისის ფინანსური სამიტი აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის პარალელურად იმართება, რადგან საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი როგორც ძლიერმა რეგიონულმა ჰაბმა ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორში, და ამით ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამჟამად კი სახეზეა საქართველოს ასეთივე ძლიერ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების აუცილებლობა და წინაპირობებიც”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი განმარტებით თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN), რომელიც წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ქსელს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში და აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინტექ კომპანიებსა და ინვესტორებს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.

,,მოხარული ვარ, რომ ამ წამყვან გლობალურ პლატფორმას ახლა საქართველოც უერთდება”, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image უცხოელი სტუდენტების 80% საქართველოში კერძო უნივერსიტეტს ირჩევს - TBC Capital

23.10.2025.13:54

2024/25 სასწავლო წელს სტუდენტების რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა და 188 ათასი შეადგინა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის სექტორულ კვლევაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ 2024 წელს 8%-იანი ზრდის შემდეგ, საბაკალავრო პროგრამის ფასი კვლავ გაიზარდა 2025/26 სასწავლო წლისთვის 2.2%-ით და 5,019 ლარი შეადგინა.

2024/2025 წელს სტუდენტების რაოდენობა 10,080 სტუდენტით გაიზარდა. Ზრდის მთავარი წყარო უცხოელი სტუდენტები არიან და მათი 80% კერძო უნივერსიტეტს ირჩევს.

„ბოლო 6 წლის განმავლობაში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გასამმაგდა. შობადობის და მიგრაციის გათვალისწინებით, სტუდენტების მოსალოდნელი რაოდენობა მომავალ ათ წელიწადში კლებადია, ამიტომ უცხოელი სტუდენტები მომავალშიც მნიშვნელოვანი სეგმენტი იქნება უნივერსიტეტებისთვის“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა