დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მესამე სამუშაო სხდომა 14:00 საათზე გაიმართება
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მესამე სამუშაო სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები, რომელთა მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მოხდება.
სხვა სიახლეები
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეს და სოფელ ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა
19.02.2026.11:41
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეს და სოფელ ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. 87 მეტრი სიგრძის და 9,5 მეტრი სიგანის ხიდით 250 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში ხიდზე მოეწყო ქვეითთა სასიარულო ზოლი და გარე განათებები. ხიდის მიმდებარედ, ასევე აშენდა ტრანსპორტის მოსაცდელი სივრცე.
2026 წელს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 35 ხიდის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდება.