მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

დღეს ღამე და ხვალ, მთელი დღის განმავლობაში, მოსალოდნელია უხვი ნალექი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზებზე შეფერხება არ იყოს - კახა კალაძე

news image

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად კოჯორში იმყოფებოდა, სადაც ტექნიკური მარილის დატვირთვისა და შემდეგ გზების გაწმენდის პროცესს გაეცნო.

„მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური - „თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობები. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან აქტიური თანამშრომლობა ხდება საპატრულო პოლიციასთან, „112“-თან, რადგან თუ რაიმე აუცილებლობა არსებობს, ცხელი ხაზი ჩართულია და გვაწვდიან ინფორმაციას, სად რა მდგომარეობა არსებობს. გარდა ამისა, მოქმედებს დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზი.

ინფორმაციას ასევე ვიღებთ ავტობუსების მძღოლების საშუალებით. ცენტრალური გზები და გამზირები, ასევე, მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფალია. ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არსად გვაქვს. დღეს ღამე და ხვალ, მთელი დღის განმავლობაში, მოსალოდნელია უხვი ნალექი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზებზე შეფერხება არ იყოს. ტექნიკური მარილის დაყრის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. აქვე მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე, რომ ზამთრის საბურავების გარეშე თავი შეიკავონ გადაადგილებისგან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“, რაიონული გამგეობებისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

აღნიშნულ სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ასევე, მონიტორინგის პროცესში ჩართულები არიან დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 და მოხდება შესაბამისი რეაგირება.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სებ-ის ახალი წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა - ნინო ჯელაძე

10.03.2026.18:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ახალ წესზე ისაუბრა.

ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი შეიმუშავა, რომელიც სტაბილქოინის პირველად შეთავაზებას აწესრიგებს. რეგულაცია მიზნად ისახავს როგორც არსებული რეგულაციების შეფასებას, ისე სამომავლო რისკების განსაზღვრას, რაც მათ შორის ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მომხმარებლების უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.

„ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერების მიმართულებით. ამ მიზნით შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების ე.წ. სტაბილქოინის პირველადი შეთავაზების წესი. უპირველეს ყოვლისა, წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება ახალი წესის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივები 100%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარეზერვო აქტივებით, რომლებიც მაღალ ლიკვიდურობასა და რეიტინგს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამასთან, გამოშვების პროცესი სრულად გამჭვირვალეა, რაც შეთავაზების დოკუმენტით იწყება და გარე აუდიტორების შემოწმებით გრძელდება, რათა საზოგადოებას ემიტენტების, რეზერვებისა და რისკების მართვის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდოს.

ნინო ჯელაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „რეგულირების პროცესში ეროვნული ბანკი ისეთ საერთაშორისო პრაქტიკებს დაეყრდნო, როგორებიცაა ევროკავშირის, ამერიკის, სინგაპურის და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი რეგულაციები ვირტუალური აქტივების სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვირტუალური აქტივების რეგულირების და საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, - აცხადებს ნინო ჯელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა