დღეს, დიდ დიღომში პასკა უფასოდ დარიგდება
დღეს, "ბერძნული პურის" საცხობი სააღდგომო აქციას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც უფასოდ დარიგდება პასკა, პური, ქადა, ფუნთუშა, ღვეზელი და ასევე "ვანილას" საცხობის ეკლერის, შუს და სხვადასხვა ნამცხვრების სასაჩუქრე ნაკრები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით ზურაბ ვენეცკი ავრცელებს.
"მეგობრებო, ხვალ, 11:00 საათიდან, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის #9-ში მდებარე "ბერძნული პურის" საცხობიდან დაიწყება ჩვენი სააღდგომო აქცია. უფასოდ დარიგდება პასკა, პური, ქადა, ფუნთუშა, ღვეზელი. ასევე "ვანილას" საცხობის უგემრიელესი ეკლერის, შუს და სხვადასხვა ნამცხვრების სასაჩუქრე ნაკრები
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს მეზობლად მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს, დროებით ლტოლვილებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სტუმრებსაც. ასევე ყველა იმას,ვისაც სჭირდება ასეთი დახმარება. მობრძანდით, გელით!" - წერს ზურაბ ვენეცკი სოციალურ ქსელში
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.07.2025.12:48
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.