მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7058.5
0.0001
flag
AZN 1.5932
-0.0004
flag
CNY 37.858
0.0013
flag
EUR 3.1825
0.0026
flag
GBP 3.6677
-0.0025
flag
KZT 49.87
-0.0048
flag
TRY 0.0669
-0.0001
flag
USD 2.7094
-0.0006

დედაქალაქში ურბანული წესრიგის დასაცავად მოტოინსპექცია ამოქმედდება

news image

დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ახალი პროექტი - მოტოინსპექცია შეიქმნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მოტოინსპექცია დედაქალაქის იერსახის, გარემოს დანაგვიანების და აკუსტიკური ხმაურის კონტროლს, ასევე, სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოპერატიულ  რეაგირებას განახორციელებს.

 

„ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის პროექტს, რომელიც დაგვეხმარება დროში ეფექტურად და ოპერატიულად ვმართოთ წესრიგის დაცვის ღონისძიებები დედაქალაქის ტურისტულ და ისტორიულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერის თქმით, მოტოინსპექცია აღიჭურვა ევროპული სტანდარტის ტრიციკლებით, სპეცეკიპირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. 

 

„პროექტის მიზანია, ისტორიულ და ტურისტულ ზონებში, ცენტრალურ  მოედნებსა  და გამზირებზე ეფექტურად მართოს ურბანული წესრიგი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალური მომზადება; სამსახურის მიერ შესყიდული იქნა 20 ერთეული ტრიციკლი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია - დავით სონღულაშვილი

24.07.2025.14:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღების და დაბინავების პროცესს გაეცნო.

„ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. დღეს გურჯაანში ადგილზე გავეცანით მოსავლის აღების პროცესს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, 16 მილიონ დოლარზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.

წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ საშუალო ფასი სტაბილურია. საკმაოდ მაღალი საშუალო ფასია საექსპორტო პროდუქციაზეც, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებობს და რომელიც სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ არის მხარდაჭერილი, ერთობლიობაში ქმნის პროდუქციის უწყვეტი მიწოდების ციკლს და შესაძლებლობას იძლევა, რომ შენარჩუნდეს საშუალო მაღალი ფასი და, აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, მოყვანიდან რეალიზაციამდე, იყოს კმაყოფილი, რაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ფერმერებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა