დედაქალაქში ქუჩების მორეცხვა ინტენსიურად მიმდინარეობს
თბილისში ცენტრალური ქუჩების მორეცხვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. წერეთლის გამზირზე სპეცტექნიკით მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მიწისქვეშა ურნები, გაჩერებები და საგზაო მონიშვნები.
ადგილზე იმყოფებოდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი.
მთელი ზაფხულის განმავლობაში, „თბილსერვისი ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცმანქანებით გააგრძელებენ ქუჩების მორეცხვას. ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით ირეცხება ნაგავშემკრები კონტეინერები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.06.2025.13:34
ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბაგები-ჩოლოყაშვილის მონაკვეთზე ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო ეტაპის სამუშოებს ასრულებს.
აღნიშნული რეაბილიტაცია კომპანიის 2025 წლის ერთ-ერთ მასშტაბური და მნშვნელოვანი პროექტია. სამუშაოები ფარგლებში სრულად განახლდა 5 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახალ ქსესლზე 62 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 57 საკვანძო და 39 წყალარინებსი ჭა მოეწყო, 5 სახანძრო ჰიდრანტი.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 3.5 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჭავჭავაძის გამზირისა და მიმდებარე ქუჩების 3000 ზე მეტ აბონენტს, მომსახურება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ჯივიპი ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 20 ივნისს დილის 10:00 საათზე დაიწყებს და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებს, სამუშაოების მიმდინარეობისას 20 ივნისს დილის 10:00 საათიდან 21 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ილია ჭავჭავაძის გამზირის N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის ქუჩა N1, 2ა, 3, 4, 5, 7, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის, ირაკლი ციციშვილის და მერაბ ბერძენიშვილის ქუჩებს. წყნეთის ქუჩის I ჩიხს, წყნეთის გზატკეცილის I ჩიხს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობითhttp://www.gwp.ge