დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მანვე მოქალაქეები საზეიმო ცერემონიაზე დასასწრებად მოიწვია.
„აქტიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც განთავსდება მთავარი ნაძვის ხე და „საშობაო სოფელი“. ყველაფერს ვაკეთებთ, შევქმნათ საახალწლო გარემო და იქ მისულს, დიდს თუ პატარას, შეექმნას განწყობა. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ერთად ავანთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
კოდა-სოფელი ალგეთის და აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
18.01.2026.03:05
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.