მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

დედაქალაქი 5 - 6 ივნისს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს უმასპინძლებს

news image

დედაქალაქი 5-6 ივნისს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს უმასპინძლებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს

 

ჩვენი დედაქალაქი განაგრძობს თავის მრავალწლიან ტრადიციას და 5-6 ივნისს მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“. თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი წლებია იმართება და უზრუნველყოფს ეფექტურ პლატფორმას დებატებისთვის, დისკუსიებისთვის და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში, მონაწილეთა რიცხვი და თემატიკა იზრდებოდა, ღონისძიება თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმად ჩამოყალიბდა და გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ პლატფორმად იქცა“, - აღნიშნა კახა კალაძემ

 

მისივე ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

ღონისძიების ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება, ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში, სივრცითი მოწყობა, სატრანსპორტო რეფორმა  და სხვა. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ხელს შეუწყობს გრძელვადიან პარტნიორობას და წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონის კეთილდღეობასა და განვითარებაში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის, თემატურ პანელში

06.06.2025.12:48

მიმდინარე წლის, 5-6 ივნისს, დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ასევე ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ ეფექტური საგადასახადო და საბაჟო სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უწყების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა.

,,შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო წლებში გატარებული წარმატებული რეფორმები, მიზნად ისახავს კანონშესაბამისობის მართვის რისკზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას და ბიზნესისთვის საგადასახადო ვალდებულებების კიდევ უფრო გამარტივებას. ამასთან, სერვისების გაციფრულების ფარგლებში, უწყება ერთ-ერთი ლიდერია ინოვაციების მიმართულებით. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ელექტრონული ფორმით, 6 მილიონზე მეტი საგადასახადო დეკლარაცია და 59 მილიონზე მეტი დღგ-ის ანგარიშფაქტურის ატვირთვა განხორციელდა. რაც შესაძლებლობას იძლევა შემცირდეს გადამხდელთა დრო და რესურსი“, - განაცხადა ლევან კაკავამ.

აღნიშნული პანელის მსვლელობისას, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მონაწილეებს დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და საბაჟო სისტემის გაციფრულების/ტრანსფორმაციის შესახებ. ამასთან, მისი თქმით საბაჟო ადმინისტრაციას მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის მიერ, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში და შეუძლებელია თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება და კეთილდღეობა მშვიდობის გარეშე.

თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და ქალაქების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის შექმნა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა