თბილისში, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმები 269%-ით გაიზარდა
ოთხ თვეში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმების მოცულობამ 4,801,294.90 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესულ თანხაზე 269%-ით მეტია.
2022 წლის იანვარ-აპრილში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში 1,299,603.09 ლარი შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის შედეგად დედაქალაქის ბიუჯეტში შესული თანხების სრული მოცულობა 5,020,614.31 ლარს შეადგენს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.10:48
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 350 000 ლარის ოდენობით.
კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკში შესული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც. სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით: https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.