მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7094.4
-0.0036
flag
AZN 1.6091
0.0004
flag
CNY 38.026
0.0005
flag
EUR 3.0984
-0.0058
flag
GBP 3.6927
-0.0109
flag
KZT 53.43
-0.0001
flag
TRY 0.07
-0.0001
flag
USD 2.7349
-0.0008

დავით სონღულაშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

news image

უმნიშვნელოვანესი იყო საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობა და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორთან შეხვედრა.  

ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალისხმევის მნიშვნელობაზე, რომელსაც ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წლების განმავლობაში ახორციელებს მსოფლიოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებთან. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს მსოფლიოში ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლასა და ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების დაცვაში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული ბიუროს ვიცეპრეზიდენტის პოზიციაზე საქართველოს მთავარი ვეტერინარი ოფიცერი (CVO) ვასილ ბასილაძე მეორე ვადით აირჩიეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს როლს და მნიშვნელობას ამ ორგანიზაციაში.

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა კოლეგა მინისტრებთან ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან და კენიიდან. შეხვედრებზე განვიხილეთ თანამშრომლობის ფარგლებში გამოცდილების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები. 

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და მის მნიშვნელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია ევროინტეგრაცია. 2028 წლამდე ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ჩვენი საგზაო რუკა მკაფიოა და მიზნად ისახავს მზადყოფნას 2030 წლისთვის. ამავდროულად, თუ ევროკავშირს გააჩნია საქართველოსთან კონკრეტული თანამშრომლობის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღესვე.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტის ზრდის მიმართულებით. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და ინვესტიციების წახალისება, რაც უზრუნველყოფს ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 28-29 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

28.05.2025.18:27

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 28 მაისის 23:00 სთ-დან 29 მაისის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 29 მაისის  03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა