დავით სონღულაშვილმა აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 წარმოდგენილ ქართულ პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა
დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2025 გაიხსნა. საქართველოს ეროვნული პავილიონი ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართულ პავილიონს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. პრეზიდენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად უმასპინძლა.
ილჰამ ალიევმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების და ერთიანი სტრატეგიული მიზნების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა აგროგამოფენაში CASPIAN AGRO 2025 ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს ზრდის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ქართველი მწარმოებლები ქმნიან მაღალი ხარისხის პროდუქციას, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მტკიცე საფუძველია.
„ჩვენი მონაწილეობა გამოფენაში CASPIAN AGRO რეგიონული თანამშრომლობის, ჩვენი ურთიერთობის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენებზე. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ ხარისხიან პროდუქციას ახალ ბაზრებზე წვდომაში. მსგავსი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყნის პოტენციალი ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საფუძველია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025, საქართველოს პავილიონში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვთ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს პროგრამების ბენეფიციარები არიან. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინო, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები.
აღსანიშნავია, რომ გამოფენას CASPIAN AGRO, რომელშიც, საშუალოდ, 25 ქვეყანა მონაწილეობს, ყოველწლიურად 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენა 13 მაისს გაიხსნა და 16 მაისს დასრულდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გამოფენაზე მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია იმყოფებიან.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.19:00
სატრანსპორტო პოლიტიკა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ძალიან იმატებს ავტომობილების რაოდენობა. ყოველწლიურად, 6-7 პროცენტით იზრდება ავტომობილების იმპორტი, - განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
„2012 წელს დაახლოებით 180 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში, დღეის მდგომარეობით პიკის საათში დაფიქსირებულია 670 ათასი ავტომობილი. ეს ძალიან დიდი ციფრია, რომელიც მზარდია. ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ავტომობილების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და თუ ჩვენ მომზადებული არ დავხვდით, თუ არ მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, თუ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი არ გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა თქმა უნდა ძალიან მძიმე და რთული სიტუაცია იქნება.
საუკეთესო მაგალითები და მიდგომები რაც აქვთ სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ამ პრობლემების წინააღმდეგ, როგორიც არის საცობი, ავტომობილების რაოდენობა, ეტაპობრივად ჩვენც გადმოგვაქვს, ვაკეთებთ და ვახორციელებთ იგივე პროექტებს. ცხადია, არის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ ამას ასე უცებ ვერ ვაკეთებთ, ამას გარკვეული დრო სჭირდება. კონკრეტული კვანძების მოწესრიგება პრიორიტეტულია. ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე უმძიმესი მდგომარეობა იყო, დღეს ყველანაირად მოწესრიგებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.