მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.8
-0.0487
flag
AZN 1.5931
-0.0049
flag
CNY 39.244
-0.0176
flag
EUR 3.1402
-0.0081
flag
GBP 3.6286
-0.0122
flag
KZT 56.06
-0.0029
flag
TRY 0.061
-0.0003
flag
USD 2.7075
-0.0091

დავით სონღულაშვილი ატმის და ვაშლატამას მწარმოებელ ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ატმისა და ვაშლატამას წარმოებაში მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები ფერმერებთან და ექსპორტიორებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია დარგში არსებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის. 

„სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მუდმივი კომუნიკაცია ქმნის საფუძველს, უფრო ეფექტიანი და მიზნობრივი გადაწყვეტილებების მისაღებად. პირდაპირი შეხვედრების ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, ზუსტად განვსაზღვროთ არსებული გამოწვევები და დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები. სამინისტროში გათვალისწინებულია დარგობრივი საბჭოების ჩამოყალიბება. აღნიშნული საბჭოების შეხვედრებს სამ თვეში ერთხელ დავესწრები პირადად, ხოლო მინისტრის მოადგილეები შეხვედრებს ყოველთვიურად გამართავენ. ეს ფორმატი მოგვცემს შესაძლებლობას, თითოეულ დარგში თანმიმდევრულად დავგეგმოთ როგორც რეფორმები, ისე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვისა და მოსავლიანობის ზრდის აუცილებლობაზე; ასევე, ხაზი გაესვა ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას და ახალი საექსპორტო მიმართულებების ათვისების საჭიროებას. 

„ჩვენი მთავარი ამოცანაა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, შეფუთვისა და სორტირების განვითარება, ასევე ბრენდირება. მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე იყოს იდენტიფიცირებადი და კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოოდ გაზრდის როგორც ფასს, ისე ექსპორტის მოცულობას“, - განაცხადა ექსპორტიორმა ალექსანდრე გვარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ, სექტორის განვითარების მხარდასაჭერად, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში უკვე თანადაფინანსებულია 300 ჰექტარზე მეტი ატმის ბაღის გაშენება, ჯამში 1.6 მილიონი ლარის ოდენობით. 

2025 წელს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 25.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 17%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ექსპორტის საერთო ღირებულება 32 მილიონი დოლარია, მაშინ როცა, 2024 წელს იგი 25 მილიონ დოლარს უტოლდებოდა, რაც 28%-იან ზრდაზე მიუთითებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, ასევე შესაბამისი უწყებების და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება

26.03.2026.15:02

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2026 წელს ინვენტარიზაცია ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ქარსაფარი ზოლების სავარაუდო ფართობი 8.72 ჰექტარს შეადგენს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 662 ჰექტარს, იმერეთში სამიზნე ფართობი 1 879.54 ჰექტარია, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2 342.78 ჰექტარი.

ინვენტარიზაციის ფარგლებში აღირიცხება ქარსაფარ ზოლებში შემორჩენილი ხე-მცენარეთა სახეობები, რაოდენობა, ხნოვანებითი სტრუქტურა და ფაქტობრივი მდგომარეობა. პარალელურად, მზადდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, რის საფუძველზეც ხდება აღნიშნული ტერიტორიების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქარსაფარი ზოლების სტატუსით რეგისტრაცია.

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობს. მისი მთავარი მიზანია ქარსაფარი ზოლების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რაც მათ სამართლებრივ დაცვასა და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.

2021-2025 წლებში ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაცია ჩატარდა 30 მუნიციპალიტეტში და ჯამურად 12,046.3 ჰექტარი მოიცვა. ამავე პერიოდში, ქარსაფარი ზოლის სტატუსით უკვე დარეგისტრირდა 6,707.9 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. რეგისტრაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

2026 წელს საქართველოს მასშტაბით ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის დასრულება იგეგმება, რაც სისტემური, მონაცემებზე დაფუძნებული მართვის მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის. ზუსტი მონაცემთა ბაზა სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტიანად დაგეგმოს ქარსაფარი ზოლების აღდგენა და მოვლა-პატრონობა, რაც ნიადაგის ქარისმიერი ეროზიის პრევენციასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა