მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7082.3
0.0108
flag
AZN 1.586
-0.0005
flag
CNY 38.49
0.004
flag
EUR 3.1777
-0.0026
flag
GBP 3.6482
0.0037
flag
KZT 52.86
0.0028
flag
TRY 0.0629
0
flag
USD 2.6966
-0.0004

დავით ნარმანიამ განახლებული მაღალი ძაბვის ქვესადგური “ტაბახმელა” დაათვალიერა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სს „თელასის“ მაღალი ძაბვის განახლებული ქვესადგური „ტაბახმელა“ დაათვალიერა. ქვესადგურის რეკონსტრუქცია სემეკთან შეთანხმებული 2024-2025 წლების საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელდა. ინვესტიციის მოცულობამ 7 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

ქვესადგური „ტაბახმელა“ ექსპლუატაციაში 1967 წელს შევიდა. მაღალი ძაბვის ქვესადგური ელექტროენერგიით უზრუნველყოფს თბილისის ცენტრალურ და სწრაფად განვითარებად რაიონებს.

რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 80 მეგავატამდე გაიზარდა. ქვესადგური აღჭურვილია მაღალი საიმედოობის მოწყობილობებით. ღია გამანაწილებელ მოწყობილობაში გამოყენებულია თანამედროვე მაღალი ძაბვის ელეგაზური და ვაკუუმური ელექტროდანადგარები, რელეური დაცვის ავტომატიკის და სიგნალიზაციის უახლესი მიკროპროცესორული ტერმინალები. ასევე ქვესადგური აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგისა და სხვა საჭირო სისტემებით.

ქვესადგური „ტაბახმელა“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ორთაჭალა ჰესი-სოლოლაკი-ტაბახმელა-კიკეთი-კოჯორის“ კვანძის ელექტრომომარაგებაში. ის ასევე ენერგიით მოამარაგებს “კრწანისის” ახალ ქვესადგურს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს - გარემოს ეროვნული სააგენტო

26.12.2025.14:49

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო), - აღნიშნულია გაფრთხილებაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. 

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა