მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.3
-0.0101
flag
AZN 1.5941
-0.0002
flag
CNY 37.778
-0.0005
flag
EUR 3.1725
0.016
flag
GBP 3.6552
0.0074
flag
KZT 50.76
-0.004
flag
TRY 0.0671
0
flag
USD 2.7106
-0.0007

დავით ნარმანიამ და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების თავმჯდომარემ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეგულირების საკითხები განიხილეს

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, დავით ნარმანიასა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების თავმჯდომარეს, ჯორჯ ნიკოლესკუს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა,  რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეგულირების საკითხები.  

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის  პროექტის მნიშვნელობასა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით ეფექტიანი მარეგულირებელი ნორმების შემუშავების აუცილებლობაზე.

მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, რუმინეთში, ქ. ბუქარესტში ხელი მოეწერება სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს რეგულირებად სექტორებში გამოცდილების გაზიარებისა და მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით.

სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს

22.07.2025.18:04

საქართველოს რკინიგზაში   მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს. 

ტრენინგის მიზანია, სერვისის  ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა კმაყოფილების  გაზრდა.  რაც გულისხმობს, ყველა მატარებლის უფროსის, ვაგონის გამცილებლების - მომსახურების ოპერატორების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მგზავრისადმი სწორი დამოკიდებულება, მომსახურების სისწრაფე, მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, კონფლიქტის მენეჯმენტი და ა.შ. 

ტრენინგს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტ-კონსულტანტები, რომელთაც გაჩნიათ  მაღალი კვალიფიკაცია და მომზადებული აქვთ  მსმენელთათვის საინტერესო პროგრამა. კურსის დასრულების შემდეგ  ტრენინგის მონაწილეებს  გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა