დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენასა და ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკის) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკისსაერთაშორისო გამოფენასა და ფორუმში, რომელიც აერთიანებს ენერგეტიკის სექტორის წამყვანადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და კერძოსექტორის წარმომადგენლებს.
ფორუმის ფარგლებში დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკული სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვანსიახლეზე – ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის კონცეფციაზე, რომელიც მიზნადისახავს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობასა და მომხმარებელთაჩართულობის გაზრდას ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესში.
სემეკის თავმჯდომარემ მიმოიხილა ნეტო აღრიცხვის სქემის დინამიკა, რომელიც 2016 წლიდანმოქმედებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მიკროსიმძლავრის განახლებადი წყაროებისდანერგვას.
სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალი მოდელის დანერგვა ხელს შეუწყობს მზის ენერგიისმწარმოებელ-მომხმარებელთა (პროსიუმერების) ეკონომიკური ინტერესების დაცვასა დაენერგეტიკული სექტორის მდგრად განვითარებას.
საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი ყოველწლიურად იმართება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასადა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა თემატურპანელურ დისკუსიას, გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებს, სადაც განიხილება განახლებადიენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თანამედროვე ტენდენციები.
სხვა სიახლეები
აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. კომპანიები თანხებს ისევ საკუთარი პროექტების განვითარების მიზნით გამოიყენებენ - „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ახალ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე
11.12.2025.16:11
აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, - განაცხადა „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ ახალ ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კომპანიები თანხებს ისევ საკუთარი პროექტების განვითარების მიზნით გამოიყენებენ.
„ყველა კომპანიას ეხება, ვინც მოღვაწეობს ამ დარგში - ჰიდროენერგეტიკაში, ქარის ენერგეტიკაში თუ მზის ენერგეტიკაში. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. განვითარებას ხელს შეუწყობს იმიტომ, რომ ის თანხები, ის ჯარიმები, რომლებიც კომპანიებს დააწვება კისერზე, ამ ჯარიმებს ისევ საკუთარი პროექტების განვითარების მიზნით გამოიყენებენ“, - აღნიშნა მან.