მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.2
-0.0004
flag
AZN 1.5915
-0.0003
flag
CNY 38.016
0.0003
flag
EUR 3.131
-0.0011
flag
GBP 3.5507
-0.005
flag
KZT 51.58
0.0005
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7059
-0.0005

დავით ნარმანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაში. 

სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე. მან დეტალურად ისაუბრა სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში არსებულ სიახლეებსა და სატარიფო პოლიტიკაზე. 

“ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის განვითარება და მომხმარებლის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს სემეკის საქმიანობაში. კომისია სისტემატურად მუშაობს კანონმდებლობის განახლებაზე, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს და ეფექტიანი გახდეს რეგულირების მექანიზმები. კონფერენციის ფარგლებში მარეგულირებელმა უწყებებმა წარმოვადგინეთ რეგულირებად სექტორებში არსებული გამოწვევები და მათ გადაჭრის გზები. კონფერენცია იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს გამოცდილების გაზიარება და  საზოგადოების სწორი ინფორმირება”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.   

2025 წლის 13-15  ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში IV საერთაშორისო კონფერენცია იმართება.  ღონისძიების ფარგლებში განიხილება - კონკურენციის პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები. სამ-დღიანი ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება. ამ მიმათყლებით არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახევ მსჯელობა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.     

საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, დარგის ექსპერტების და კოლეგა უწყებების წარმომადგენელთა კონფერენციაში ჩართულობა კიდევ უფრო ზრდის სინერგიას მონაწილეთა შორის. სამართლიანი კონკურენციის პრინციპებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.        

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

13.11.2025.13:28

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით, 14, 15 და 16 ნოემბერს, ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო გადაადგილება სრულად შეიზღუდება. 

შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. 

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა