მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7074.2
0.0016
flag
AZN 1.5863
-0.0007
flag
CNY 38.619
-0.0016
flag
EUR 3.1405
-0.0107
flag
GBP 3.6155
-0.012
flag
KZT 52.83
-0.0022
flag
TRY 0.0625
-0.0002
flag
USD 2.6971
-0.0011

დავით ნარმანია აწსუ-ს საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის გავითარებისა და მომავალი თაობის განათლების პროცესში, ისაუბრა სემეკსა და აწსუს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.
„ვულოცავ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილეს. დიდია უნივერსიტეტის წვლილი თაობების აღზრდასა და განათლებაში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო თუ კვლევითი ხასიათის ღონისძიებებსა და კონფერენციებში. სემეკსა და აწსუს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში გრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უნივერსიტეტებს სტუდენტებისათვის ენერგეტიკის შესახებ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღებაში“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკსა და აწსუს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, დავით ნარმანიას ინიციატივით უნივერსიტეტს გადაეცა განახლებადი ენერგიების ხელშემწყობი პროექტის - ნეტო-აღრიცხვის მაკეტი, რომლის პროგრამაც ასახავს მცირე მიკროსიძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მისი ქსელში გადაცემის პროცესს. გარდა ამისა, უნივერსიტეტში გახსნილია „სემეკის აუდიტორია“, რომელიც მარეგულირებელი კომისიის დახმარებით აღიჭურვა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა

09.01.2026.17:54

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

მასშტაბური პროექტი თბილისში, ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.

სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე, ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა