მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ექსპორტის განვითარების ასოციაციას (EDA) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

news image

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილმა და ექსპორტისგანვითარების ასოციაციის (EDA) ფინანსურმა წარმომადგენელმა მაკა ჟამურაშვილმა მოაწერეს.  ინიციატივა bp-ს ფინანაური მხარდაჭერით განხორციელდება.

მემორანდუმი ითვალისწინებს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის აღჭურვას განახლებადი ენერგიის, მათ შორის მზის ენერგიის სისტემებით, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო დამდგრად ენერგომომარაგებას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და ეკოტურიზმის საერთაშორისოსტანდარტებთან შესაბამისობას.

მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თანამშრომელთაგადამზადება მზის ენერგიის სისტემების უსაფრთხო ექსპლუატაციის მიმართულებით.

თანამშრომლობა ემსახურება ბუნებრივი გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვას, ვიზიტორთაუსაფრთხოების გაზრდასა და დაცული ტერიტორიის მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გრძელდება ხუთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთა ნაწილი 2026 წელს ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

29.12.2025.16:56

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ოქროპირიძემ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე ესწრებოდა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გურამ ოქროპირიძემ ისაუბრა დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ინსტიტუციური განვითარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებზე, ბაღების ავტორიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე.

მისი თქმით, 2025 წელს თბილისში ორი ახალი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა, სადაც 1000-მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას; გრძელდება ხუთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთა ნაწილი 2026 წელს ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში; მიმდინარეობს სამი საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობების სრული რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და ასევე დაწყებულია სამზადისი ახალი სამშენებლო პროექტების განხორციელებისათვის 2026 წელს. 

„საინტერესო წელი იყო სააგენტოსთვის, რადგან დასრულდა ორი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, დავიწყეთ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ითვალისწინებს ბავშვთა და პერსონალის აღრიცხვის ელექტრონულ ფორმაზე გადასვლას, საშუალოდ 25%-ით გაიზარდა ბაგა-ბაღების პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, გაიზარდა საზაფხულო ბაღების რაოდენობა და განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი პარტნიორ ორგანიზაციებთან, როგორც პერსონალის პროფესიული განვითარების, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ღონისძიებას თბილისის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა