დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრში მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.
მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ სააგენტოს სპეციალისტებთან და ჯგუფის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დეტალებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ სამუშაოებზე, რომლებიც ინტენსიური წამლობების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს.
„იწყება „მონიტორინგის ხაფანგების“, ფერომონიანი ხაფანგების და „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების“ განთავსება. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურებით. სპეციალიზებული ტექნიკა სრულად არის მობილიზებული“, - აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე წელსაც მასშტაბურად განახორციელებს. მავნებელთან საბრძოლველად მოსახლეობის აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია; შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობის ინფორმირებას აქტიურად გააგრძელებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაამუშაონ ბაღები და აგროღონისძიებები სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით დაიწყონ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.19:15
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.
„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.