დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგი და სპეციალური სადგურების დამონტაჟება მიმდინარეობს
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მავნებლის საწინააღმდეგო სპეციალური სადგურების და მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების სამუშაოები ტარდება.
ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტები, უკვე განთავსებული ხაფანგების მეშვეობით ახორციელებენ მავნებლის რაოდენობის და არეალის დადგენას. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე იგეგმება კონტროლის ღონისძიებები.
„მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების განთავსებასთან ერთად ტარდება წერტილოვანი შეწამვლა ცივი შესხურების მეთოდით. აღსანიშნავია, რომ ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სადგურები არაყვავილოვან მცენარეებზე მონტაჟდება.
ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. საკოორდინაციო მართვის ცენტრში, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ფუნქციონირებს სატელეფონო გზავნილების სისტემა. ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე parosana.ge.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა
16.01.2026.13:22
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოში დარეგისტრირდა და სერტიფიცირება გაიარა 800-მა ვეტერინარმა და 444-მა ვეტერინარ-ტექნიკოსმა. აღნიშნული წესით გაცემული სერტიფიკატების მოქმედების ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება.
სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ვეტერინარული სერვისების ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, მოქალაქეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთასა და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.
საქართველოს მთავრობის №288 დადგენილებით („ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“) შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან, ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.