დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს - ირაკლი კობახიძე
დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ფორუმი არის პლატფორმა კონკრეტული შედეგებისთვის.
„ათი წლის განმავლობაში, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე გახდა დამაკავშირებელი რგოლი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის. აქ დაიბადა არაერთი ინიციატივა, რომელიც რეალურ პროექტებად გადაიქცა. ამის ნათელი მაგალითია წინა, 2023 წლის ფორუმზე მიღწეული შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიერ ერთობლივი სარკინიგზო კომპანიის შექმნის შესახებ; ჩვენი პარტნიორის, აზიის განვითარების ბანკის 3-მილიარდიანი პორტფელი საქართველოში ასევე ამის დასტურია. დღეს შექმნილი სივრცეები შეხვედრებისთვის არის პირდაპირი მოწვევა ბიზნესისთვის, რათა ახალი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და ახალი, წარმატებული პროექტები დაიგეგმოს.
დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს.
მადლობას ვუხდი ფორუმის ყველა ორგანიზატორს გაწეული უდიდესი შრომისთვის. მადლობა თითოეულ დელეგატს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, რომელთა მონაწილეობაც ამ ფორუმს ასეთ მაღალ დონესა და საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.
მჯერა, ეს ორი დღე ახალი იდეების, პარტნიორობის გაძლიერებისა და საერთო წარმატების დასაწყისი გახდება. ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს გისურვებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
22.10.2025.13:41
თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარება ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ეს ურთიერთობები გარდაიქმნას ინსტიტუციურ მიღწევად. სატრანსპორტო კავშირები საერთო სარგებელსა და შემოსავალს მოუტანს სამივე ქვეყანას. ამისი გავლენა იქნება ეკონომიკური ზრდა, უფრო დიდი ფისკალური გავლენა, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, საჯარო ფინანსების მართვა და საზოგადოებების განვითარება. ჩვენი ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ეს ყველას ინტერესშია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს, რაც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის ზრდასა და განვითარებას ნიშნავს.
22 ოქტომბერს რიგით მეხუთე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნა. ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.