მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

დაიხურება თუ არა რეაბილიტაციის გამო „ვარკეთილის“ მეტროსადგური

news image

დაიხურება თუ არა რეაბილიტაციის გამო „ვარკეთილის“ მეტროსადგური?  Business Insider Georgia-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. . 

„გადაჭრით ვერც იმას ვიტყვით დაიხურება თუ არა რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტროსადგური თუ მისი ექსპლუატაცია ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ამ ეტაპზე საკითხზე მსჯელობა კონტრაქტორ კომპანიასთან მიმდინარეობს“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. 

ამასთან, სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის გამო დახურვის შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი ტრანსპორტი. 

რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტროს 2 თვით ივნის-ივლისში დახურვის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 1-ელ თებერვალს განაცხადა.

თბილისის მერიამ ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „ბადა ქონსტრაქშენთან“.

 „ვარკეთილის“ რემონტი მუნიციპალიტეტს დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 30 იანვარს, 10:30 საათზე, მეტროსადგურში ჭერი ჩამოიშალა, რა დროსაც 14 ადამიანი დაშავდა. მაშინ ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა" განახორციელა,რომელიც 350 000 ლარი დაჯდა

მას შემდეგ მერიამ რემონტზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც „სამშენებლო კომპანია მამისონმა“ გაიმარჯვა.

2022 წლის 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მერიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ხელშეკრულების თანხა 12.76 მილიონი ლარი იყო, რომლის 30 პროცენტიც მშენებელმა კომპანიამ უკვე მიიღო.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მთავრობის მიზანია, საქართველო პოზიციონირდეს ინოვაციების შექმნისა და ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად - ირაკლი ნადარეიშვილი

03.10.2025.11:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელ ავთანდილ კასრაძესთან ერთად, პარლამენტარებს ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები გააცნო.
 
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მთავრობის მიზანია, საქართველო პოზიციონირდეს ინოვაციების შექმნისა და ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, ინვესტორებმა და სტარტაპებმა ერთობლივად იმუშაონ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად. „ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში სტარტაპის სტატუსის შესახებ, რომელთანაც, ჯამში, 10 წლიანი საგადასახადო შეღავათია დაკავშირებული. ეს ნორმა დღეს უკვე მოქმედებს. ასევე შემოვიტანეთ ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს ცნება, კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების სტატუსი და სხვა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჩვენ ქვეყანაში შემოვიყვანეთ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი, რომლებიც სრულად მოემსახურებიან სტარტაპ-ეკოსისტემას და იზრუნებენ სტარტაპების განვითარებაზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, ფინანსებსა და ინვესტიციებზე წვდომის მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 
 
საკომიტეტო მოსმენაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებით.  "დღეისათვის ფონდმა უკვე უზრუნველყო 59 სტარტაპის დაფინანსება, საერთო 5.9 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. მსგავსი სტრატეგიული ფინანსური მექანიზმები არა მხოლოდ კაპიტალს აწვდიან, არამედ უშუალოდ გარდაქმნიან ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემას და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მაღალტექნოლოგიური და წარმატებული კომპანიების ახალი თაობის შექმნაში. დღევანდელი სტრატეგიული მიზანია საქართველოში ახალი საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის ფონდების მოზიდვა და ქართული ვენჩურული ეკოსისტემის გაფართოების მხარდაჭერა და ხელშეწყობა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
 
მინისტრის მოადგილემ პარლამენტარებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციური ცენტრი იქნება და მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ტექნოლოგიურ პარკს, ხელოვნური ინტელექტის ცენტრს, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს, საერთაშორისო IT კომპანიებისთვის გამოყოფილ საოფისე სივრცეებსა და სხვ.
 
საკომიტეტო სხდომაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ წარადგინა უწყების საქმიანობის ანგარიში 2024 წლისთვის. 
 
სხდომაზე საკუთარი პროექტების შესახებ პრეზენტაციები სტარტაპების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა