მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

CONDOR Airlines-ის ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან - ლევან მოსეშვილი

news image

2026 წლის 15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე Condor Airlines ბრუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. Condor Airlines პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ყოველდღიურად განახორციელებს.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, CONDOR Airlines-ის ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან, ,,გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ავიაციის და ტურიზმის, ისე ტრანზიტული მიმართულებების განვითარებისთვის.

2026 წლის 15 ივნისიდან კომპანია ფრანკფურტი–თბილისი–ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ, ყოველდღიურ რეისებს განაახლებს.

ეს სიახლე მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან, რაც ჩვენს ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, - ‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამჟამად, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოდან გერმანიის 8 ქალაქის მიმართულებით სრულდება. 2025 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოში საჰაერო გზით 350,000-მდე მგზავრი შემოვიდა და 2025 წლის იანვარი-სექტემბერში 65,968 ვიზიტორი ეწვია.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანია Condor Airlines-ის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

01.04.2026.15:14

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებსა და მის გავლენებზე, ატმოსფერული ჰაერის დაცვის აუცილებლობაზე, ასევე პლასტმასის ნარჩენების უარყოფით ზემოქმედებაზე გარემოსა და ეკოსისტემებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების შემცირების პრაქტიკულ გზებს, მათ შორის, ნარჩენების სეპარირებას, ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავების მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები გარემოს დაცვის საკითხებზე.

ღონისძიებას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი დაესწრნენ.

მსგავსი სახის ღონისძიებები მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის თანამედროვე კულტურის დანერგვას და მომავალ თაობაში ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევის წახალისებას, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა