მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გადაამზადა

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, „თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის“ მერვე კლასის მოსწავლეები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. საინფორმაციო შეხვედრას ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნინო მაჭავარიანი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს კონკურსის პირობებისა და საკონკურსო ნამუშევრების შექმნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

სემინარის ფარგლებში, მოსწავლეები BBC Academy-ის მასალების მეშვეობით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ფაქტების გადამოწმების მეთოდებს გაეცნენ. ამასთან ერთად, შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები და ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია, რაც მათ საკონკურსო ნამუშევრის მომზადებაში დაეხმარებათ.

 

შეგახსენებთ, რომ ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მიზნად ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეთორმეტედ გამოაცხადა.  საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს 10 აპრილამდე შეეძლებათ. გამარჯვებულებს კი კომუნიკაციების კომისია iPhone 16 Pro-ს, MacBook Air-სა და iPad Air-ს გადასცემს.

 

კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

13.11.2026.16:35

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა