მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შესახებ მასწავლებელთა კონფერენცია გამართა

news image

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში  ინტეგრირების ხელშეწყობის, აღნიშნულ პროცესში მეტი დაინტერესებული სკოლის ჩართვისა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების სწავლებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, კონფერენციამედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება - მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომებიგაიმართა. ღონისძიებას მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლის მოადგილემ, ემი ქლენსმა გახსნეს, რომლებმაც მედიაწიგნიერებაზე, როგორც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ აუცილებელ კომპეტენციასა და მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

გახსნითი ნაწილის შემდგომ, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების თვალსაზრისით, ComCom-ის მიერ მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მისი განცხადებით, ComCom-ის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე UNICEF-ის ერთობლივი ძალისხმევით დაწყებულმამედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისპროექტმა, შედეგების თვალსაზრისით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა, რომ პროექტი 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, ამასთან, აქტიურად მიმდინარეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით მასწავლებლების გადამზადება მედიაწიგნიერების სწავლებაში, რის შემდეგაც, 2023-ში, მედიაწიგნიერების საგანი 6-მა საჯარო სკოლამ, ხოლო 2024-ში 227-მა სკოლამ აირჩია.

 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიამასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები მედიაწიგნიერების სწავლებაში - გამოცდილების გაზიარება“, რომელსაც მოდერაციას მედიაწიგნიერების ტრენერი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მანანა ჯინჭარაძე უწევდა. დისკუსიაში კი მონაწილეობას მედიაწიგნიერების მკვლევარი, ნატო ინგოროყვა, თბილისის 105-ე საჯარო სკოლის დირექტორი, სოფიო ხვედელიძე და ასევე მედიაწიგნიერების მასწავლებლები, თეა დიხამინჯია და ნონა აროსიანი იღებდნენ. პანელის ფარგლებში განხილული იყო მედიაწიგნიერების საგნის ფარგლებში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მეთოდები, საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და შემეცნებითი აქტივობებირომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები მედიაგზავნილების გაფილტვრას, ციფრულ სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციას, დეზინფორმაციის აღმოჩენასა თუ სიმართლის დადგენას, ასევე კიბერსაფრთხეების თავიდან არიდებასა და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას სწავლობენ. ამასთან, დისკუსია დაეთმო სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების კუთხით არსებულ საჭიროებებს და გეგმებს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს მედიაწიგნიერების სწავლების ალტერნატიულ შესაძლებლობებზე, მხარდაჭერის სტრატეგიებსა თუ ისეთ დამატებით აქტივობებზე, როგორებიცაა სასკოლო კლუბები და სხვა.

 

კონფერენციამედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება - მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომებისამომავლოდ ქალაქ ქუთაისშიც გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში სისტემური ინტეგრაციის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დავით სონღულაშვილმა აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 წარმოდგენილ ქართულ პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა

13.05.2025.15:03

დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საერთაშორისო აგროგამოფენა  CASPIAN AGRO 2025 გაიხსნა. საქართველოს ეროვნული პავილიონი ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართულ პავილიონს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. პრეზიდენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად  უმასპინძლა.

ილჰამ ალიევმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების და ერთიანი სტრატეგიული მიზნების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა აგროგამოფენაში CASPIAN AGRO 2025 ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს ზრდის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ  ქართველი მწარმოებლები ქმნიან მაღალი ხარისხის პროდუქციას, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მტკიცე საფუძველია.

 „ჩვენი მონაწილეობა გამოფენაში  CASPIAN AGRO რეგიონული თანამშრომლობის, ჩვენი ურთიერთობის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსგავსი მასშტაბის  საერთაშორისო გამოფენებზე. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ ხარისხიან პროდუქციას ახალ ბაზრებზე წვდომაში. მსგავსი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყნის პოტენციალი ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საფუძველია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025,  საქართველოს პავილიონში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვთ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს პროგრამების ბენეფიციარები არიანგამოფენაზე წარმოდგენილია ღვინო, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები.

აღსანიშნავია, რომ გამოფენას  CASPIAN AGRO,  რომელშიც, საშუალოდ, 25 ქვეყანა მონაწილეობს, ყოველწლიურად 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.   გამოფენა 13 მაისს გაიხსნა და 16 მაისს დასრულდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გამოფენაზე მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია იმყოფებიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა