ComCom-მა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედია გარემოს შესახებ ლექცია ჩაატარა
ComCom-ის ორგანიზებით, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია "მედია გარემო და მედიის რეგულირება" ჩაატარა, რომელიც მიზნად სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.
ლექციის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოში არსებული მედია გარემო და ქვეყნის მედიაპოლიტიკა; რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა; ასევე, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად; რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და ამასთან ერთად, რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიის განვითარებაში.
მედიისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს 4 უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა და მომავალში სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
01.05.2026.08:57
პირველ მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი 5 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +19 იქნება დღისით, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +14 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.