ComCom-მა ალტე უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა.
ლექციის ფარგლებში, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, სტუდენტებს 5G-ის უპირატესობებისა და დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე მიმოხილული იყო ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები და კომუნიკაციების კომისიის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებული სამუშაოები.
სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ, კომუნიკაციების კომისიის საინფორმაციო შეხვედრები, მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა
09.01.2026.17:54
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
მასშტაბური პროექტი თბილისში, ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.
სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე, ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება.