მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

ComCom-ის წევრმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული გახსნა

news image

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ, მომხმარებლების უფლებების დაცვის რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომუნიკაციების სექტორში, მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურებების მიწოდების უზრუნველყოფის მიმართულებით, ComCom-ის პროექტები მიმოიხილა და მარეგულირებლების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: "უნდა აღინიშნოს, რომ კოლეგა მარეგულირებლებთან თანამშრომლობის ფარგლებში, როგორც მომხმარებლის, ისე ბიზნესის უფლებების დაცვის მიმართულებით, თვალსაჩინო შედეგები გვაქვს და იმედია, რომ ჩვენი უწყებების თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება, იმისთვის, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, მომხმარებელს საკუთარი უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმები ჰქონდეს." - განაცხადა ComCom-ის წევრმა.

ვახტანგ აბაშიძემ თავის სიტყვაში კომპლექსური კვლევის პროექტი კიდევ უფრო დეტალურად მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კვლევა ტელეკომ ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნას, კონკურენციის გაუმჯობესებასა და ქართველი მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შექმნას ემსახურება: "კომპლექსური კვლევა მეორე კვარტალში დასრულდება და დაადგენს, საჭიროებს თუ არა წინასწარ (Ex-ante) რეგულირებას ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორებიცაა ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტმომსახურების ბაზრის ე.წ. Bitstream სეგმენტი, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრები, ასევე მობილური მომსახურებების შესაბამისი საბითუმო დაშვების ბაზარი, გამოვლინდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ კომპანიებს სპეციფიკური ვალდებულებები განესაზღვრებათ." - აღნიშნა ComCom-ის წევრმა.

გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ აბაშიძემ ყურადღება ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების პროექტზეც გაამახვილა, რომელსაც, მისი განცხადებით, კომუნიკაციების კომისია ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს: „როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთებით, ქართველი აბონენტების მიერ მობილური მომსახურებების მისაღებად გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება და მათ ექნებათ შესაძლებლობა, ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნისას, მობილური სერვისებით როუმინგის დამატებითი საფასურის გარეშე, ან მნიშვნელოვნად შემცირებული ტარიფებით ისარგებლონ." - განაცხადა მან.

მომხმარებლებისთვის ტელეკომ მომსახურებების გაუმჯობესების მიმართულებით, კომისიის წევრმა ასევე 5G-ის დასანერგად ჩატარებულ აუქციონზეც გაამახვილა ყურადღება: „ComCom-ის მიერ ჩატარებულ აუქციონში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ, სელფი მობაილმა მიიღო და 2023 წლის ბოლოს 5G ინტერნეტი გუდაურსა და ბაკურიანში უკვე ხელმისაწვდომია" - აღნიშნა მან და ამასთან ერთად, ყურადღება საქართველოში Starlink-ის შემოსვლაზეც გაამახვილა: „ComCom-მა Starlink-ს ავტორიზაცია 2022 წელს მიანიჭა, რის შემდეგაც, გასულ წელს, საქართველოში Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა და მას უკვე 200-ზე მეტი აბონენტი მოიხმარს." - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის მაღალსიჩქარიანი თანამგზავრული ინტერნეტი გაეშვა.

ComCom-ის წევრმა თავის სიტყვაში კომისიის კიდევ ერთ პროექტზე - Sheamotsme.ge-ზე ისაუბრა,  რომელიც ComCom-მა მომხმარებლის ინტერესების დასაცავად და მათთვის ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველსაყოფად შექმნა: „პლატფორმა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას შეამოწმოს ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მომსახურება არ მიეწოდება, მას შეუძლია პრობლემის მოსაგვარებლად კომუნიკაციების კომისიას მიმართოს. პროექტის ფარგლებში სულ 50 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა და 1000-მდე საჩივარი დაფიქსირდა, კომისიის ჩართულობით კი, უკლებლივ ყველა მათგანი მოგვარდა." - აღნიშნა ვახტანგ აბაშიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, ComCom-ის წევრმა საქართველოში მობილური მომსახურებების ტენდენციებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მობილურ მომსახურებებს დღეის მონაცემებით 6 მილიონამდე აბონენტი ჰყავს, საიდანაც მობილურ ინტერნეტს 4 მილიონზე მეტი ადამიანი მოიხმარს, ხოლო ფიქსირებულ მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა შინამეურნეობის 93%-ს აქვს. „დარჩენილ მოსახლეობას ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემდეგ ექნება, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით და მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით „ოუფენ ნეტი" ახორციელებს." - აღნიშნა მან.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, ComCom-ის საქმიანობა ვახტანგ აბაშიძემ მედიაწიგნიერების მიმართულებით მიღწეული შედეგების მიმოხილვით დაასრულა: „2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში, მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, 15,000 მოსწავლე, 3,000 მასწავლებელი და 1,600 სტუდენტი გადაამზადა. საერთო ჯამში, ჩატარდა 600-ზე მეტი საგანმანათლებლო სემინარი და შეხვედრა, ხოლო ციფრული მხარდაჭერის პროგრამას 3500-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს." - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა და კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელიც მიზნად კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე, აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ღონისძიებაში მონაწილეობას მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებენ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს

07.04.2026.15:48

ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა დაინტერესებულ მხარეებთან განიხილეს. შეხვედრა გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში, შედგა, პროექტის მიმდინარე ეტაპის შესახებ პრეზენტაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თემატურად დაკავშირებული სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს პროექტის შემსრულებელმა გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქ ახალიციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვის ჩამოყალიბების პროცესზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავება განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ურბანული სტრუქტურისა და ფუნქციური ორგანიზაციის გაუმჯობესებას, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირებულად განვითარებას ემსახურება.

ახალციხისა და ოზურგეთის გენერალური გეგმების შემუშავება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობით, გენერალური გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს CITYFÖRSTER (ნიდერლანდები) BAU Design-თან (საქართველო) პარტნიორობით. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა