მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

ComCom-ის წევრად პარლამენტმა ანი ვაზაგაშვილი აირჩია

news image

კომუნიკაციების კომისიის წევრად საქართველოს პარლამენტმა ანი ვაზაგაშვილი 80 ხმით აირჩია. ის კომუნიკაციების კომისიის წევრის პოზიციაზე ვახტანგ აბაშიძეს შეცვლის. ანი ვაზაგაშვილს იურიდიული მიმართულებით საქმიანობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს.

ანი ვაზაგაშვილი 2024 წლიდან „ტელეიმედისა“ და „სტუდია მაესტროს“ იურიდიულ დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა. 2019 წლიდან 2024 წლამდე, ანი ვაზაგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოში, მთავარი იურისტი იყო. მანამდე კი, იურიდიულ კომპანიაში „სამართლის გზა“ სასამართლო დავების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 2015 წლიდან 2017 წლამდე, ის ამავე ორგანიზაციაში იურისტის პოზიციას იკავებდა.

პროფესიით ანი ვაზაგაშვილი იურისტია. 2013-2017 წლებში მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2017-2020 წლებში - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო კერძო და საჯარო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც, მას სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

ანი ვაზაგაშვილს სამართლის მიმართულებით სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო კურსები აქვს გავლილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

16.04.2026.15:04

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა