ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსი აქსელერაციის ერთკვირიან პროგრამას წარმოადგენს და მიზნად ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების გაუმჯობესებას და პროდუქტად გარდაქმნაში ხელშეწყობას ისახავს. „იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერ-უსაფრთხოების, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მუშაობენ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ სამი სრულწლოვანი მონაწილისგან. მიღებული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა 5 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიურ სასწავლო პროგრამას გაივლიან. სამუშაო შეხვედრებს დარგის წამყვანი სპეციალისტები გაუძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს თავიანთ ცოდნასა თუ გამოცდილებას გაუზიარებენ და იდეების დახვეწაში დაეხმარებიან. ერთი კვირის განმავლობაში სტარტაპერები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: იდეის შემოწმება, პროტოტიპის შექმნა, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება, გუნდის მართვა, ასევე, იდეის ეფექტიანად წარდგენა და სტარტაპის მართვისთვის აუცილებელი ფინანსური თუ იურიდიული საკითხები. საგულისხმოა, რომ პროგრამა მონაწილეებს აძლევს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც რეალურ ბიზნეს გარემოში სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტია. ინტენსიური სამუშაო კვირის დასასრულს გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც 10 000 ლარიან საპრიზო ფონდს გაინაწილებენ.
იდეადრომში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოამზადონ 1 წუთიანი ვიდეოპრეზენტაცია, რომელშიც თავიანთ იდეას ან პროდუქტს წარმოადგენენ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 მაისი, ხოლო ტრენინგები 12-17 მაისის პერიოდში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „იდეადრომი“ 9-ჯერ, წარმატებით ჩატარდა, ხოლო კონკურსის არაერთმა გამარჯვებულმა საკუთარი პროდუქტის გატანა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც შეძლო.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
28.04.2025.16:13
გერმანული სამოგზაურო გამოცემა Travelbook-ის გამოკითხვაში თბილისი ევროპის 14 ულამაზეს დედაქალაქს შორის მოხვდა.
Travelbook-მა სოციალურ ქსელებში: Facebook და Instagram 200 ათასზე მეტ გამომწერს შეკითხვით მიმართა ევროპის 47 დედაქალაქიდან სად ისურვებდა მოგზაურობას და რომელია ევროპის ყველაზე ლამაზი დედაქალაქი.
Travelbook-ის გამოკითხვის მონაწილეებმა შემდეგი დედაქალაქები აირჩიეს: თბილისი, რომი, ვენა, ლისაბონი, პარიზი, პრაღა, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, ლონდონი, ამსტერდამი, ტალინი, ვალეტა, მადრიდი და ათენი.